https://sputnik-georgia.com/20260416/tbilissi-firosmanis-namusevrebi-gamoifina-298144037.html
თბილისში ფიროსმანის ნამუშევრები გამოიფინა
თბილისში ფიროსმანის ნამუშევრები გამოიფინა
Sputnik საქართველო
გამოფენაზე მისულ სტუმრებს უდიდესი ქართველი მხატვრის 50-მდე ნამუშევრი დახვდებათ. 16.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-16T09:38+0400
2026-04-16T09:38+0400
2026-04-16T09:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1a/281697075_0:67:1287:791_1920x0_80_0_0_c3737f7a072b71d655c6cd6edc3fec31.jpg
თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. ეროვნული გალერეის განახლებულ საგამოფენო სივრცეში უდიდესი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები გამოიფინა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.გამოფენა „ფიროსმანი“, სადაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის 50-მდე ნამუშევარია წარმოედგენილი, 14 აპრილს გაიხსნა.როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნეს, მიმდინარე წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სამუზეუმო კოლექციების დაცვა-შენახვისა და ექსპონირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეები განახლდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლიმატკონტროლის სისტემით აღიჭურვა.გუშინ ექსპოზიცია კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დაათვალიერა."სასიხარულოა, რომ დასრულდა ეროვნული გალერეის ტექნიკური აღჭურვა. გამოწვევები სრულად დაძლეულია. ჩვენი მიზანია, გვქონდეს გამართული ინფრასტრუქურა, რათა ეროვნული საგანძური სათანადოდ იყოს დაცული.კულტურის სამინისტრო მზად არის, ყოველთვის იყოს იმ პროექტების მხარდამჭერი, რომლებიც ჩვენს საგანძურზე ზრუნვას ემსახურება", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1a/281697075_0:0:1287:966_1920x0_80_0_0_b9711757e00bcd63e08d8258889d1234.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში
თბილისში ფიროსმანის ნამუშევრები გამოიფინა
გამოფენაზე მისულ სტუმრებს უდიდესი ქართველი მხატვრის 50-მდე ნამუშევრი დახვდებათ.
თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. ეროვნული გალერეის განახლებულ საგამოფენო სივრცეში უდიდესი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები გამოიფინა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
გამოფენა „ფიროსმანი“, სადაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის 50-მდე ნამუშევარია წარმოედგენილი, 14 აპრილს გაიხსნა.
როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნეს, მიმდინარე წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სამუზეუმო კოლექციების დაცვა-შენახვისა და ექსპონირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეები განახლდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლიმატკონტროლის სისტემით აღიჭურვა.
გუშინ ექსპოზიცია კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დაათვალიერა.
"სასიხარულოა, რომ დასრულდა ეროვნული გალერეის ტექნიკური აღჭურვა. გამოწვევები სრულად დაძლეულია. ჩვენი მიზანია, გვქონდეს გამართული ინფრასტრუქურა, რათა ეროვნული საგანძური სათანადოდ იყოს დაცული.კულტურის სამინისტრო მზად არის, ყოველთვის იყოს იმ პროექტების მხარდამჭერი, რომლებიც ჩვენს საგანძურზე ზრუნვას ემსახურება", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.