ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება: რამდენი ფაქტი გამოვლინდა წლის დასაწყისიდან

© photo: Sputnik / Максим Блинов / გადასვლა მედიაბანკშიმოპოვება
მოპოვება - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2026
გამოწერა
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება იწვევს მდინარეთა კალაპოტების დეფორმაციას, ნაპირების გამაგრების სისტემის დარღვევას, ნიადაგის ეროზიას და ზრდის დასახლებული პუნქტების დატბორვის რისკებს.
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 25 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გამოვლენილი ფაქტებიდან 6 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
„გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 246.000 ლარს შეადგენს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ამასთან, სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ 13 ერთეული სპეციალური ტექნიკა", - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს.
"აღნიშნული საქმიანობა იწვევს მდინარეთა კალაპოტების დეფორმაციას, ნაპირების გამაგრების სისტემის დარღვევას, ნიადაგის ეროზიას და ზრდის დასახლებული პუნქტების დატბორვის, წარეცხვისა და წყლის დონის ცვლილების რისკებს, რაც საბოლოოდ ეკოსისტემების დეგრადაციას იწვევს", - ნათვქამია ინფორმაციაში.
ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ.
2025 წლის1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 141 ფაქტი გამოვლინდა. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 47 ფაქტი შეიცავს. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 2,5 მლნ ლარს აჭარბებს.
ყველა ახალი ამბავი
0