https://sputnik-georgia.com/20260416/boworisvili-saqartvelo-azlierebs-kavsirebs-mezobel-qveynebtan-da-centralur-aziastan-298163368.html
ბოჭორიშვილი: საქართველო აძლიერებს კავშირებს მეზობელ ქვეყნებთან და ცენტრალურ აზიასთან
ბოჭორიშვილი: საქართველო აძლიერებს კავშირებს მეზობელ ქვეყნებთან და ცენტრალურ აზიასთან
Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, სადაც საქართველო ბაქოსთვის ევროპის კარიბჭეს... 16.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-16T18:06+0400
2026-04-16T18:06+0400
2026-04-16T18:06+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/05/296974746_0:68:1280:788_1920x0_80_0_0_880cf4d4904ad1470e6daab1c1533e81.jpg
თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. საქართველო აძლიერებს სტრატეგიულ თანამშრომლობას მეზობლებთან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, ამ რეგიონს განიხილავს, როგორც განვითარების საკვანძო მიმართულებას და მნიშვნელოვან რგოლს საერთაშორისო სატრანსპორტო და ეკონომიკურ დერეფნებში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ეთერში.საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ საერთაშორისო დაკავშირებადობა და სატრანსპორტო მარშრუტები საშუალებას აძლევს ქვეყანას გახდეს ევროპასა და აზიას შორის მსხვილი სატრანსპორტო კვანძი და ციფრული ჰაბი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოს ლიდერების ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.მინისტრის თქმით, პირველ რიგში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ურთიერთობებს უახლოეს მეზობლებთან - თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან.„სამივე ქვეყანასთან საქართველოს აქვს ძალიან კარგი, სტრატეგიულ დონეზე აყვანილი ურთიერთობები. ამის შემდეგ იწყება უფრო ფართო რეგიონი და ეს აღმოსავლეთით არის ცენტრალური აზია და ცენტრალური აზიის ქვეყნები," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბოლოდროინდელი ვიზიტი მოწმობს, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის: საქართველოსთვის აზერბაიჯანთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია აზიასთან კავშირების კონტექსტში, ხოლო აზერბაიჯანისთვის საქართველოსთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია ევროპასთან კავშირების კონტექსტში.„ჩვენ, ორივე ქვეყანას ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის მნიშვნელობა ერთმანეთისთვის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს არსებულ მეგობრობასა და თანამშრომლობას. ეს დამოკიდებულება აძლიერებს და აფართოებს იმ შესაძლებლობებს, რაც დგას ჩვენი რეგიონის წინაშე და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, ვინაიდან ეს საჭიროება არსებობს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შავი ზღვის საკაბელო პროექტზე მუშაობა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ კონტექსტში, ყურადღება არა მხოლოდ საქართველოზეა გამახვილებული, არამედ უფრო ფართო რეგიონზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც შავი ზღვის გავლით კავშირი საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის ხსნის.საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ერთობლივი ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობაზე.მისი თქმით, ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა ცდება რეგიონულ დონეს და გლობალურ მასშტაბში მიმდინარე პროცესების კონტექსტში უფრო ფართო მნიშვნელობას იძენს.შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/05/296974746_70:0:1211:856_1920x0_80_0_0_e27e341dbe497a7c280a4d06f32e844d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ბოჭორიშვილი: საქართველო აძლიერებს კავშირებს მეზობელ ქვეყნებთან და ცენტრალურ აზიასთან
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, სადაც საქართველო ბაქოსთვის ევროპის კარიბჭეს წარმოადგენს, ხოლო აზერბაიჯანი - თბილისისთვის აზიასთან დამაკავშირებელ რგოლს.
თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. საქართველო აძლიერებს სტრატეგიულ თანამშრომლობას მეზობლებთან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, ამ რეგიონს განიხილავს, როგორც განვითარების საკვანძო მიმართულებას და მნიშვნელოვან რგოლს საერთაშორისო სატრანსპორტო და ეკონომიკურ დერეფნებში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ საერთაშორისო დაკავშირებადობა და სატრანსპორტო მარშრუტები საშუალებას აძლევს ქვეყანას გახდეს ევროპასა და აზიას შორის მსხვილი სატრანსპორტო კვანძი და ციფრული ჰაბი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოს ლიდერების ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
"ეს არის ის რეგიონი, რომელიც, ერთგვარად განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ძალიან მნიშვნელოვანია მათთან ურთიერთობები. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სწორედ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება იმისათვის, რომ ჩვენი, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქცია სათანადოდ იყოს განხორციელებული“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, პირველ რიგში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ურთიერთობებს უახლოეს მეზობლებთან - თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან.
„სამივე ქვეყანასთან საქართველოს აქვს ძალიან კარგი, სტრატეგიულ დონეზე აყვანილი ურთიერთობები. ამის შემდეგ იწყება უფრო ფართო რეგიონი და ეს აღმოსავლეთით არის ცენტრალური აზია და ცენტრალური აზიის ქვეყნები," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბოლოდროინდელი ვიზიტი მოწმობს, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის: საქართველოსთვის აზერბაიჯანთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია აზიასთან კავშირების კონტექსტში, ხოლო აზერბაიჯანისთვის საქართველოსთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია ევროპასთან კავშირების კონტექსტში.
„ჩვენ, ორივე ქვეყანას ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის მნიშვნელობა ერთმანეთისთვის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს არსებულ მეგობრობასა და თანამშრომლობას. ეს დამოკიდებულება აძლიერებს და აფართოებს იმ შესაძლებლობებს, რაც დგას ჩვენი რეგიონის წინაშე და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, ვინაიდან ეს საჭიროება არსებობს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შავი ზღვის საკაბელო პროექტზე მუშაობა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ კონტექსტში, ყურადღება არა მხოლოდ საქართველოზეა გამახვილებული, არამედ უფრო ფართო რეგიონზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც შავი ზღვის გავლით კავშირი საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის ხსნის.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ერთობლივი ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობაზე.
„აზერბაიჯანი საკმაოდ მსხვილი ინვესტიციების განმახორციელებელი ქვეყანაა საქართველოში და ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო ვავითარებთ იმისათვის, რომ იყოს უფრო მეტი ერთობლივი პროექტი და მეტი ერთობლივი ძალისხმევა იყოს გაწეული იმისათვის, რომ ორივე ქვეყნის ინტერესები იყოს უკეთ წარმოჩენილი, როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ კონტექსტში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა ცდება რეგიონულ დონეს და გლობალურ მასშტაბში მიმდინარე პროცესების კონტექსტში უფრო ფართო მნიშვნელობას იძენს.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.