https://sputnik-georgia.com/20260416/axladgasenebuli-venaxis-registraciis-vada-iwureba-298163621.html
ახლადგაშენებული ვენახის რეგისტრაციის ვადა იწურება
ახლადგაშენებული ვენახის რეგისტრაციის ვადა იწურება
Sputnik საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა. 16.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-16T18:49+0400
2026-04-16T18:49+0400
2026-04-16T18:16+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282855569_0:142:3078:1873_1920x0_80_0_0_0a92e090f25c90634272399af5b782ea.jpg
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ახლადგაშენებული სამეწარმეო ვენახების მფლობელებმა რეგისტრაცია 1 მაისამდე უნდა გაიარონ, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. მათივე ცნობით, "ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში" განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იცვლება სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები. "ყველა იმ პირმა, რომელმაც მიმდინარე წლის 1 მაისამდე გააშენა ვენახი და ამ დრომდე არ აქვს რეგისტრირებული ვენახების კადასტრის ერთიან ბაზაში, 2026 წლის 1 მაისამდე შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა მიმართოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლებს და ვენახი ოფიციალურად დაარეგისტრიროს", - ნათქვამია ინფორმაციაში. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 1 მაისიდან კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას. "აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ვენახის გაშენებას სამეწარმეო საქმიანობისთვის გეგმავენ და არ ეხება მათ, ვინც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა. "ცვლილებები წარმოადგენს ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმის ნაწილს და მიზნად ისახავს ვენახების გაშენების პროცესის რეგულირებას", - აღნიშნავენ სააგენტოში. მათივე ცნობით, ვენახის ყველა პარამეტრი უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი მოსავლის მიღებასა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, მიმდინარე წლის 1 მაისამდე შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ვენახის გაშენებაზე თანხმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასა და პროცედურებს. 2021 წლიდან ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა. რთველის დროს ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. ვენახების ეროვნული კადასტრი შეიქმნა ქართული ღვინის ხარისხისა და ღვინის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობისთვის, ასევე რთვლის ჩატარების პროცესის გამარტივებისთვის. 2011 წლიდან 2020 წლის პერიოდში 18 ათასამდე ჰექტარზე მეტი ვენახია გაშენებული ან განახლებული. საბოლოო ჯამში კი დღეს ქვეყნის მასშტაბით 48 ათასზე მეტი ვენახია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282855569_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_d9f2c24dee028eb388d8992b2d8ebf2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები
ახლადგაშენებული ვენახის რეგისტრაციის ვადა იწურება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ახლადგაშენებული სამეწარმეო ვენახების მფლობელებმა რეგისტრაცია 1 მაისამდე უნდა გაიარონ, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
მათივე ცნობით, "ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში" განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იცვლება სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები.
"ყველა იმ პირმა, რომელმაც მიმდინარე წლის 1 მაისამდე გააშენა ვენახი და ამ დრომდე არ აქვს რეგისტრირებული ვენახების კადასტრის ერთიან ბაზაში, 2026 წლის 1 მაისამდე შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა მიმართოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლებს და ვენახი ოფიციალურად დაარეგისტრიროს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 1 მაისიდან კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.
"აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ვენახის გაშენებას სამეწარმეო საქმიანობისთვის გეგმავენ და არ ეხება მათ, ვინც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.
"ცვლილებები წარმოადგენს ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმის ნაწილს და მიზნად ისახავს ვენახების გაშენების პროცესის რეგულირებას", - აღნიშნავენ სააგენტოში.
მათივე ცნობით, ვენახის ყველა პარამეტრი უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი მოსავლის მიღებასა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, მიმდინარე წლის 1 მაისამდე შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ვენახის გაშენებაზე თანხმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასა და პროცედურებს.
2021 წლიდან ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა. რთველის დროს ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.
ვენახების ეროვნული კადასტრი შეიქმნა ქართული ღვინის ხარისხისა და ღვინის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობისთვის, ასევე რთვლის ჩატარების პროცესის გამარტივებისთვის.
2011 წლიდან 2020 წლის პერიოდში 18 ათასამდე ჰექტარზე მეტი ვენახია გაშენებული ან განახლებული. საბოლოო ჯამში კი დღეს ქვეყნის მასშტაბით 48 ათასზე მეტი ვენახია.