https://sputnik-georgia.com/20260415/turnava-saqartvelo-mzadaa-globaluri-gamowvevebistvis-298142027.html
თურნავა: საქართველოს ეკონომიკა მზადაა წარმატებით გაუმკლავდეს ახალ გლობალურ გამოწვევებს
თურნავა: საქართველოს ეკონომიკა მზადაა წარმატებით გაუმკლავდეს ახალ გლობალურ გამოწვევებს
Sputnik საქართველო
როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა შოკის, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად ირანთან დაკავშირებული... 15.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-15T21:28+0400
2026-04-15T21:28+0400
2026-04-15T21:28+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295115578_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_f8f20ea9fc6848d003e57edea833c15e.jpg
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს აქვს საკმარისი რესურსები -ისტორიულად მაღალი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, დაბალი ფისკალური დეფიციტი და ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რათა წარმატებით გაუმკლავდეს ახალ გლობალურ გამოწვევებს, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ.საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არიან, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საზაფხულო შეხვედრებზე დასასწრებად იმყოფება.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და სსფ-სთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა შოკის, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად ირანთან დაკავშირებული მწვავე გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო წარმოქმნილი რისკების მიმართ. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას.თურნავამ განაცხადა, რომ მიმდინარე მწვავე გაურკვევლობასა და გლობალურ ეკონომიკაზე მის პოტენციურ გავლენასთან დაკავშირებით დიალოგი უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ საქართველომ სათანადოდ დაგეგმოს თავისი შემდგომი ნაბიჯები და პოლიტიკა.საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ვაშინგტონში 13-18 მაისს იმართება. ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295115578_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_5cffd1fba9b9509e9bd0eec5c2ed59cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საქართველო, აშშ , საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი
თურნავა: საქართველოს ეკონომიკა მზადაა წარმატებით გაუმკლავდეს ახალ გლობალურ გამოწვევებს
როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა შოკის, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად ირანთან დაკავშირებული მწვავე გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო წარმოქმნილი რისკების მიმართ.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს აქვს საკმარისი რესურსები -ისტორიულად მაღალი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, დაბალი ფისკალური დეფიციტი და ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რათა წარმატებით გაუმკლავდეს ახალ გლობალურ გამოწვევებს, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არიან, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საზაფხულო შეხვედრებზე დასასწრებად იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და სსფ-სთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ჩვენთვის საინტერესო იყო მოგვესმინა მოსაზრებები, თუ რა გავლენა ექნება ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს გლობალურ ეკონომიკაზე იმისთვის, რომ განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები. მზად ვართ ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის", - განაცხადა თურნავამ.
როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა შოკის, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად ირანთან დაკავშირებული მწვავე გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო წარმოქმნილი რისკების მიმართ.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას.
თურნავამ განაცხადა, რომ მიმდინარე მწვავე გაურკვევლობასა და გლობალურ ეკონომიკაზე მის პოტენციურ გავლენასთან დაკავშირებით დიალოგი უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ საქართველომ სათანადოდ დაგეგმოს თავისი შემდგომი ნაბიჯები და პოლიტიკა.
„მიღებული გვაქვს ადეკვატური ზომები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა ყოველთვის უზრუნველყოფილი იყოს”, - დასძინა თურნავამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ვაშინგტონში 13-18 მაისს იმართება. ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები.
მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.