https://sputnik-georgia.com/20260415/turnava-ashsh-shexvedrebs-agrzelebs-298130919.html
საქართველო აძლიერებს მაკროეკონომიკურ პოზიციას: აშშ-ში IMF-თან მოლაპარაკებები გაიმართა
საქართველო აძლიერებს მაკროეკონომიკურ პოზიციას: აშშ-ში IMF-თან მოლაპარაკებები გაიმართა
Sputnik საქართველო
ვაშინგტონში საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. 15.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-15T16:47+0400
2026-04-15T16:47+0400
2026-04-15T16:47+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველოს ეკონომიკა
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0f/298129309_0:94:1800:1107_1920x0_80_0_0_c4d7b0f496629609c8ab02bd39a5dd9d.jpg
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან შეხვედრაზე. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტები რჩება ძლიერი და ბოლო წლებში ქვეყნის საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.კერძოდ, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, მთლიანმა ინფლაციამ 4,3% შეადგინა. საბაზო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდა და დაახლოებით 2,4%-ით განისაზღვრა, ხოლო მომსახურების ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დარჩა და 3,3% შეადგინა.შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას და კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა, რომ 2025 წელს საქართველოს სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია და პირველად 2022 წლის შემდეგ, გასულ წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს გადასცდა.საუბარი ასევე შეეხო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს, რომლის გახანგრძლივებამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს არსებულ პროგნოზებზე.თავის მხრივ, ჯიჰად აზურმა განაცხადა, რომ რეგიონში არსებული მწვავე გაურკვევლობისა და მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, საქართველო წარმატებით უმკლავდება საგარეო შოკებს და ინარჩუნებს მდგრად ეკონომიკურ მდგომარეობას.შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები – გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0f/298129309_101:0:1701:1200_1920x0_80_0_0_5319e74e8b3ace1a80ffd7b199ba5348.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა, აშშ , ახალი ამბები
საქართველო აძლიერებს მაკროეკონომიკურ პოზიციას: აშშ-ში IMF-თან მოლაპარაკებები გაიმართა
ვაშინგტონში საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან შეხვედრაზე.
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტები რჩება ძლიერი და ბოლო წლებში ქვეყნის საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
კერძოდ, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, მთლიანმა ინფლაციამ 4,3% შეადგინა. საბაზო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდა და დაახლოებით 2,4%-ით განისაზღვრა, ხოლო მომსახურების ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დარჩა და 3,3% შეადგინა.
„ეს ინდიკატორები, რომლებიც გრძელვადიან ინფლაციურ დინამიკას უკეთ ასახავს, იმაზე მიუთითებს, რომ ინფლაციური მოლოდინები კარგად იმართება“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას და კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა, რომ 2025 წელს საქართველოს სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია და პირველად 2022 წლის შემდეგ, გასულ წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს გადასცდა.
საუბარი ასევე შეეხო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს, რომლის გახანგრძლივებამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს არსებულ პროგნოზებზე.
თავის მხრივ, ჯიჰად აზურმა განაცხადა, რომ რეგიონში არსებული მწვავე გაურკვევლობისა და მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, საქართველო წარმატებით უმკლავდება საგარეო შოკებს და ინარჩუნებს მდგრად ეკონომიკურ მდგომარეობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები – გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე.