https://sputnik-georgia.com/20260415/tbilisis-centrshi-transportis-mozraoba-sheizgudeba-298133661.html
გიორგი ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩებზე 18 აპრილიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
გიორგი ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩებზე 18 აპრილიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი სულხან საბას და ინგოროყვას ქუჩებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლებიც ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. 15.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-15T18:13+0400
2026-04-15T18:13+0400
2026-04-15T18:13+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24022/74/240227493_9:0:1991:1115_1920x0_80_0_0_096039aa26a71d098b67822a0610b78a.jpg
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. თბილისის ისტორიულ ნაწილში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში - გიორგი ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩებზე 18 აპრილიდან საავტომობილო მოძრაობა ორ ეტაპად შეიზღუდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, I ეტაპზე 10 დღის განმავლობაში გადაადგილება შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე, სულხან-საბას ქუჩის კვეთასთან. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ლეონიძის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის, გ. ლორთქიფანიძის და გ. ქიქოძის ქუჩების გამოყენებით. ინგოროყვას ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქიქოძიდან გიორგი ლეონიძის ქუჩის გავლით. II ეტაპზე საგზაო მოძრაობა 30 დღით შეიზღუდება ლეონიძის ქუჩასთან დამაკავშირებელ სულხან-საბას ქუჩაზე. ავტომობილები გადაადგილებას პავლე ინგოროყვას ქუჩის გამოყენებით შეძლებენ. სამუშაოების წარმოების პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. კერძოდ, N316, 324, 364, 380, 382, 383, 390 და 408 მარშრუტების მოძრაობა გიორგი ლეონიძის ქუჩიდან პაოლო იაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება ივანე მაჩაბლის, მიხეილ ლერმონტოვისა და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი მარშრუტებით. მერია 17 აპრილიდან სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაციას იწყებს. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24022/74/240227493_256:0:1743:1115_1920x0_80_0_0_9dabd122bfb02b2075f7c2ca246807a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
გიორგი ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩებზე 18 აპრილიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი სულხან საბას და ინგოროყვას ქუჩებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლებიც ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. თბილისის ისტორიულ ნაწილში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში - გიორგი ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩებზე 18 აპრილიდან საავტომობილო მოძრაობა ორ ეტაპად შეიზღუდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, I ეტაპზე 10 დღის განმავლობაში გადაადგილება შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე, სულხან-საბას ქუჩის კვეთასთან. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ლეონიძის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის, გ. ლორთქიფანიძის და გ. ქიქოძის ქუჩების გამოყენებით. ინგოროყვას ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქიქოძიდან გიორგი ლეონიძის ქუჩის გავლით.
II ეტაპზე საგზაო მოძრაობა 30 დღით შეიზღუდება ლეონიძის ქუჩასთან დამაკავშირებელ სულხან-საბას ქუჩაზე. ავტომობილები გადაადგილებას პავლე ინგოროყვას ქუჩის გამოყენებით შეძლებენ.
სამუშაოების წარმოების პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.
კერძოდ, N316, 324, 364, 380, 382, 383, 390 და 408 მარშრუტების მოძრაობა გიორგი ლეონიძის ქუჩიდან პაოლო იაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება ივანე მაჩაბლის, მიხეილ ლერმონტოვისა და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი მარშრუტებით.
მერია 17 აპრილიდან სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაციას იწყებს. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას.