https://sputnik-georgia.com/20260415/saqartvelom-1-mln-turists-umaspinzla-298131776.html
ახალი რეკორდი: წლის დასაწყისიდან საქართველომ 1 მილიონ ტურისტს უმასპინძლა
ახალი რეკორდი: წლის დასაწყისიდან საქართველომ 1 მილიონ ტურისტს უმასპინძლა
Sputnik საქართველო
ირანში ომის გამო საერთაშორისო მოგზაურების საერთო შემცირების მიუხედავად, საქართველომ მოახერხა თავისი ბაზრების დივერსიფიკაცია და დანაკარგების კომპენსირება... 15.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-15T17:00+0400
2026-04-15T17:00+0400
2026-04-15T17:22+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905919_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_59403f13b2a41206d5a6d72d5a6ec02d.jpg
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. 2026 წლის იანვარ-მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს, 1 მილიონს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 1,3 მილიონი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდთან შედარებით 1,1%-ით ნაკლებია.მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან დაფიქსირდა - 238,368.ვიზიტების რაოდენობით, მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად, ქვეყნების ტოპ- 15-ში არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა სამიზნე ქვეყნები.2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 96,226 ვიზიტი, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30,2%-ით მეტია.ვიზიტების მნიშვნელოვანი ზრდა ასევე დაფიქსირდა ჩინეთიდან (48,6%), აშშ-დან (19,3%), კორეიდან (67,2%) და შვეიცარიიდან (33,7%).ადმინისტრაციის ცნობით, ირანში ომმა და გაუქმებულმა რეისებმა უარყოფითად იმოქმედა ირანიდან (48,8%), ინდოეთიდან (29,5%) და ისრაელიდან (17,5%) ტურისტების რაოდენობაზე.ამასთან, 2026 წლის პირველ კვარტალში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა 8,2%-ით გაიზარდა.ტურიზმის აღდგენაკორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან 2023 წლის შემოსავლებმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს 35,4%-ით გადააჭარბა.2024 წელს რეკორდი ტურისტული ვიზიტების კუთხითაც დამყარდა. ქვეყანამ დაახლოებით 7,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რაც 4,2%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. მათგან 5,1 მილიონი ტურისტი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, 2024 წელს მაჩვენებელი 9%-ით გაიზარდა.2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი, თითქმის 1,6 მილიონი ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს, რაც 2024 წელთან შედარებით 11,1%-ით მეტია. ხუთეულში ასევე მოხვდნენ თურქეთის, სომხეთის, ისრაელის და აზერბაიჯანის მოქალაქეები. საერთო ჯამში, 2025 წელს საქართველომ 7,8 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც 5,9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.გასულ წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობა, 2024 წელთან შედარებით, 8,4%-ით გაიზარდა და 5,5 მილიონს მიაღწია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905919_166:0:2835:2002_1920x0_80_0_0_ad343d39e017c87238d98e3ad2a6d949.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სტატისტიკა, ახალი ამბები
ახალი რეკორდი: წლის დასაწყისიდან საქართველომ 1 მილიონ ტურისტს უმასპინძლა
17:00 15.04.2026 (განახლებულია: 17:22 15.04.2026) ირანში ომის გამო საერთაშორისო მოგზაურების საერთო შემცირების მიუხედავად, საქართველომ მოახერხა თავისი ბაზრების დივერსიფიკაცია და დანაკარგების კომპენსირება ევროკავშირის, აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორებით მოახდინა.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. 2026 წლის იანვარ-მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს, 1 მილიონს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 1,3 მილიონი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდთან შედარებით 1,1%-ით ნაკლებია.
მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან დაფიქსირდა - 238,368.
ვიზიტების რაოდენობით, მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად, ქვეყნების ტოპ- 15-ში არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა სამიზნე ქვეყნები.
2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 96,226 ვიზიტი, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30,2%-ით მეტია.
ვიზიტების მნიშვნელოვანი ზრდა ასევე დაფიქსირდა ჩინეთიდან (48,6%), აშშ-დან (19,3%), კორეიდან (67,2%) და შვეიცარიიდან (33,7%).
ადმინისტრაციის ცნობით, ირანში ომმა და გაუქმებულმა რეისებმა უარყოფითად იმოქმედა ირანიდან (48,8%), ინდოეთიდან (29,5%) და ისრაელიდან (17,5%) ტურისტების რაოდენობაზე.
ამასთან, 2026 წლის პირველ კვარტალში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა 8,2%-ით გაიზარდა.
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან 2023 წლის შემოსავლებმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს 35,4%-ით გადააჭარბა.
2024 წელს რეკორდი ტურისტული ვიზიტების კუთხითაც დამყარდა. ქვეყანამ დაახლოებით 7,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რაც 4,2%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. მათგან 5,1 მილიონი ტურისტი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, 2024 წელს მაჩვენებელი 9%-ით გაიზარდა.
2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი, თითქმის 1,6 მილიონი ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს, რაც 2024 წელთან შედარებით 11,1%-ით მეტია. ხუთეულში ასევე მოხვდნენ თურქეთის, სომხეთის, ისრაელის და აზერბაიჯანის მოქალაქეები.
საერთო ჯამში, 2025 წელს საქართველომ 7,8 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც 5,9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
გასულ წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობა, 2024 წელთან შედარებით, 8,4%-ით გაიზარდა და 5,5 მილიონს მიაღწია.