https://sputnik-georgia.com/20260415/cincadze-saqartvelo-swori-mimartulebit-vitardeba-298120411.html
საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება - მინისტრის მოადგილე ახალ რეიტინგზე
საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება - მინისტრის მოადგილე ახალ რეიტინგზე
Sputnik საქართველო
ატლანტიკურმა საბჭომ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა 15.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-15T15:29+0400
2026-04-15T15:29+0400
2026-04-15T15:29+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284455938_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_62f63d84ef86f76a99b5c211c1ffc864.jpg
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება როგორც ინსტიტუციური, ისე ეკონომიკური კუთხით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.ატლანტიკურმა საბჭომ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.ცინცაძის თქმით, კეთილდღეობის ინდექსის გრძელვადიანი გაუმჯობესების მხრივ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ამას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა.მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი ინვესტიციები და მიმზიდველი ბიზნეს-გარემო დადებითად მოქმედებს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე.„საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი ზრდის ტრაექტორია, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ბიზნეს გარემო და ქვეყნის ეკონომიკა უფრო მიმზიდველი გავხადოთ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც“, - განაცხადა ცინცაძემ.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%, 2025 წელს - 7,5%.2026 წლის თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8,8%, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ კი 8,4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284455938_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_0b757fa6f4b56ef876f9733ba957ee84.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება - მინისტრის მოადგილე ახალ რეიტინგზე
ატლანტიკურმა საბჭომ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება როგორც ინსტიტუციური, ისე ეკონომიკური კუთხით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
ატლანტიკურმა საბჭომ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ცინცაძის თქმით, კეთილდღეობის ინდექსის გრძელვადიანი გაუმჯობესების მხრივ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ამას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა.
„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ს შეადგენს, რაც ამ ინდექსის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი ინვესტიციები და მიმზიდველი ბიზნეს-გარემო დადებითად მოქმედებს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე.
„საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი ზრდის ტრაექტორია, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ბიზნეს გარემო და ქვეყნის ეკონომიკა უფრო მიმზიდველი გავხადოთ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც“, - განაცხადა ცინცაძემ.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%, 2025 წელს - 7,5%.
2026 წლის თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8,8%, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ კი 8,4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.