https://sputnik-georgia.com/20260415/bochorishvili-neitralitetze-saubari-ararelevanturia-298138374.html
ბოჭორიშვილი: საუბარი ნეიტრალიტეტზე არარელევანტურია
ბოჭორიშვილი: საუბარი ნეიტრალიტეტზე არარელევანტურია
Sputnik საქართველო
სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 15.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-15T18:49+0400
2026-04-15T18:49+0400
2026-04-15T19:43+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443072_0:196:2048:1348_1920x0_80_0_0_e921faa54ad173925f3ca8801161b03a.jpg
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. სანამ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით საკითხი არ მოგვარდება, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება, ასევე არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტზეც, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.ბოჭორიშვილმა დეპუტატების კითხვებს ინტერპელაციის ფარგლებში უპასუხა. საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარება ოპოზიციურმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ მოითხოვა.მინისტრის თქმით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას 2025 წლის 20 თებერვალს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, სადაც აღნიშნულია, რომ აფხაზეთში საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ფრენები უკანონოა და ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით.მისი თქმით, საქართველო აგრძელებს საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას საკითხის მშვიდობიანი მოგვარებისთვის და თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქართულმა მხარემ ის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი გიორგი ქაჯაია და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443072_0:4:2048:1540_1920x0_80_0_0_96c3659f9818aa4644472f17ce459874.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: საუბარი ნეიტრალიტეტზე არარელევანტურია
18:49 15.04.2026 (განახლებულია: 19:43 15.04.2026) სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. სანამ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით საკითხი არ მოგვარდება, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება, ასევე არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტზეც, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილმა დეპუტატების კითხვებს ინტერპელაციის ფარგლებში უპასუხა. საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარება ოპოზიციურმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ მოითხოვა.
„სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე საუბარი ვერ იქნება; ასევე არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას 2025 წლის 20 თებერვალს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, სადაც აღნიშნულია, რომ აფხაზეთში საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ფრენები უკანონოა და ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით.
მისი თქმით, საქართველო აგრძელებს საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას საკითხის მშვიდობიანი მოგვარებისთვის და თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
„საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება კარგად ჩანს საერთაშორისო სასამართლოების 2021-2025 წლების გადაწყვეტილებებშიც. ეს არის ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლის შედეგები“, -განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქართულმა მხარემ ის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი გიორგი ქაჯაია და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.