https://sputnik-georgia.com/20260414/turnava-saqartvelo-gamowvevebistvis-mzadaa-298111491.html
თურნავა: საქართველო მომზადებულია ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევებისთვის
თურნავა: საქართველო მომზადებულია ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევებისთვის
Sputnik საქართველო
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არიან, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო... 14.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-14T17:00+0400
2026-04-14T17:00+0400
2026-04-14T17:00+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292708747_0:0:1801:1014_1920x0_80_0_0_6424125c076756132e133920899973fc.jpg
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საგაზაფხულო შეხვედრები უნიკალური პლატფორმაა საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წარმოჩენისა და გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირებისთვის, განაცხადა აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არიან, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საზაფხულო შეხვედრებზე დასასწრებად იმყოფება.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, დელეგაცია შეხვედრებს ინვესტორებთანაც გამართავს, რათა საქართველოს მიმართ არსებული მაღალი ნდობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრები13 აპრილს დაიწყო, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკების მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი შეხვედრებს გამართავენ: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან, სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებთან იეროენ კლიკთან და მარნიქს ვან რისთან. სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდებიან ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებს, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალ მაგიდაში, რომლის წლევანდელი თემა პოსტმოდერნისტულ ერაში ცენტრალური ბანკების როლი იქნება. ამასთან, ნათია თურნავა პირისპირ შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის მმართველთან, რომელთანაც ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს. საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. ორგანიზაცია ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში უწევს დახმარებას. ვიზიტის დასრულების შემდეგ, მისია საქართველოს შესახებ განახლებულ ანგარიშს წარადგენს. რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, საქართველო მისი წევრი 1992 წლიდანაა. ქვეყანა ორგანიზაციისგან მხარდაჭერას შეღავათიანი კრედიტებისა და ტექნიკური დახმარების სახით იღებს, რაც კვლავ სტრუქტურული რეფორმების გატარებისკენაა მიმართული.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292708747_86:0:1686:1200_1920x0_80_0_0_3487d9ed6eba998d968fc956fa97bc27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, აშშ , საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი , ახალი ამბები
თურნავა: საქართველო მომზადებულია ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევებისთვის
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არიან, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საზაფხულო შეხვედრებზე დასასწრებად ჩავიდა.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საგაზაფხულო შეხვედრები უნიკალური პლატფორმაა საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წარმოჩენისა და გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირებისთვის, განაცხადა აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არიან, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საზაფხულო შეხვედრებზე დასასწრებად იმყოფება.
„ეს შეხვედრები იმ დროს იმართება, როდესაც ყველას აწუხებს ახალი გამოწვევა – გეოპოლიტიკური დაძაბულობა ირანთან დაკავშირებით, რომელიც გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე და, სავარაუდოდ, ნაწილობრივ საქართველოს ეკონომიკაზეც. კარგია, რომ ჩვენ მომზადებული ვხვდებით ამ შოკს, რადგან გვაქვს ისტორიულად მაქსიმალური საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, ძლიერი ფისკალური მდგომარეობა და მყარი ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნა თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, დელეგაცია შეხვედრებს ინვესტორებთანაც გამართავს, რათა საქართველოს მიმართ არსებული მაღალი ნდობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
„ვისარგებლებთ შემთხვევით და გავმართავთ ე.წ. road show-ს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. შევხვდებით გლობალურ ინვესტორებსა და დიდ ფონდებს. საქართველოს მიმართ საკმაოდ მაღალი ნდობა არსებობს და გვინდა, ჩვენი პრეზენტაციით ეს ნდობა კიდევ უფრო გავზარდოთ“, – განაცხადა თურნავამ.
ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრები13 აპრილს დაიწყო, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკების მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი შეხვედრებს გამართავენ: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან, სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებთან იეროენ კლიკთან და მარნიქს ვან რისთან.
სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდებიან ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებს, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალ მაგიდაში, რომლის წლევანდელი თემა პოსტმოდერნისტულ ერაში ცენტრალური ბანკების როლი იქნება.
ამასთან, ნათია თურნავა პირისპირ შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის მმართველთან, რომელთანაც ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს.
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. ორგანიზაცია ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში უწევს დახმარებას. ვიზიტის დასრულების შემდეგ, მისია საქართველოს შესახებ განახლებულ ანგარიშს წარადგენს.
რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, საქართველო მისი წევრი 1992 წლიდანაა. ქვეყანა ორგანიზაციისგან მხარდაჭერას შეღავათიანი კრედიტებისა და ტექნიკური დახმარების სახით იღებს, რაც კვლავ სტრუქტურული რეფორმების გატარებისკენაა მიმართული.