https://sputnik-georgia.com/20260414/saiam-sasamartlos-mimarta-298103948.html
უცხოეთში მყოფი ემიგრანტები არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ: საიამ სასამართლოს მიმართა
უცხოეთში მყოფი ემიგრანტები არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ: საიამ სასამართლოს მიმართა
Sputnik საქართველო
როგორც ადრე მმართველ პარტიაში განაცხადეს, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში... 14.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-14T12:51+0400
2026-04-14T12:51+0400
2026-04-14T12:51+0400
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
კანონმდებლობა
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305496_0:0:1728:972_1920x0_80_0_0_b3a86531b87fdc27644a39ad9c0f937f.jpg
თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) საარჩევნო კოდექსის რეგულაცია, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების შენობებში საარჩევნო უბნების გახსნას კრძალავს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.2025 წლის ნოემბერში „საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.საიას თავმჯდომარის თამარ ონიანის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სახელით შეიტანა.საიას შეფასებით, აღნიშნული აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საყოველთაო საარჩევნო უფლებას.მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მხოლოდ იმ შემთხვევებში მიიჩნევს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების შეზღუდვას დასაშვებად, როდესაც სახელმწიფოს რეალურად არ აქვს რესურსი, ყველა ქალაქში გახსნას საარჩევნო უბნები. ამასთან, როგორც ონიანმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნების მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, სხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების ბაზაზე მუდმივად იხსნებოდა საარჩევნო უბნები და სახელმწიფოს მუდმივად ჰქონდა როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსი, უზრუნველეყო ამ უბნებზე მყოფი ამომრჩევლების ნების თავისუფალი გამოხატვა.მისი თქმით, საია ამ სარჩელით არ შემოიფარგლება და უახლოეს მომავალში ასევე გეგმავს ემიგრანტების სხვა ჯგუფის სახელით საყოველთაო საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით სტრატეგიული სამართალწარმოების გაგრძელებას.როგორც ადრე მმართველ პარტიაში განაცხადეს, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, უშუალოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შეძლებენ - ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში. პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, „საარჩევნო კოდექსის" ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305496_216:0:1512:972_1920x0_80_0_0_3b1591befd60a0508ae84f5f6a1d766e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
უცხოეთში მყოფი ემიგრანტები არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ: საიამ სასამართლოს მიმართა
როგორც ადრე მმართველ პარტიაში განაცხადეს, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში შეძლებენ - ერთადერთი პირობაა ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში.
თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) საარჩევნო კოდექსის რეგულაცია, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების შენობებში საარჩევნო უბნების გახსნას კრძალავს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
2025 წლის ნოემბერში „საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.
საიას თავმჯდომარის თამარ ონიანის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სახელით შეიტანა.
საიას შეფასებით, აღნიშნული აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საყოველთაო საარჩევნო უფლებას.
„ახალი რეგულაცია ქმნის ხელოვნურ ფინანსურ და სოციალურ ბარიერს – ფრენების მაღალი ხარჯის, სამუშაოდან იძულებით დათხოვნის და ამასთან დაკავშირებული სხვა წნეხის სახით – რაც საქართველოს ასობით ათას ემიგრანტს უბიძგებს, პრაქტიკულად დათმოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთ შრომის ფასად მიღებული შემოსავალი ხშირად კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც თავად ემიგრანტებისთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისთვის", - განაცხადა ონიანმა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მხოლოდ იმ შემთხვევებში მიიჩნევს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების შეზღუდვას დასაშვებად, როდესაც სახელმწიფოს რეალურად არ აქვს რესურსი, ყველა ქალაქში გახსნას საარჩევნო უბნები.
ამასთან, როგორც ონიანმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნების მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, სხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების ბაზაზე მუდმივად იხსნებოდა საარჩევნო უბნები და სახელმწიფოს მუდმივად ჰქონდა როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსი, უზრუნველეყო ამ უბნებზე მყოფი ამომრჩევლების ნების თავისუფალი გამოხატვა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს სხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებსა და დიპლომატიურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების გახსნას არჩევნების ჩატარებისას. ამრიგად, საარჩევნო უფლების დაცვის თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლო რჩება იმ ძირითად ქვეყნის შიდა მექანიზმად, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დაცვა", - განაცხადა ონიანმა.
მისი თქმით, საია ამ სარჩელით არ შემოიფარგლება და უახლოეს მომავალში ასევე გეგმავს ემიგრანტების სხვა ჯგუფის სახელით საყოველთაო საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით სტრატეგიული სამართალწარმოების გაგრძელებას.
როგორც ადრე მმართველ პარტიაში განაცხადეს, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, უშუალოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შეძლებენ - ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში.
პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, „საარჩევნო კოდექსის" ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი.