https://sputnik-georgia.com/20260414/patrusevi-sav-zrvasi-teroristuli-saftxis-mtavar-wyaros-asaxelebs-298909119.html
პატრუშევი შავ ზღვაში ტერორისტული საფრთხის მთავარ წყაროს ასახელებს
პატრუშევი შავ ზღვაში ტერორისტული საფრთხის მთავარ წყაროს ასახელებს
Sputnik საქართველო
პატრუშევი: კიევი შავ ზღვაში ტერორისტული საფრთხის წყაროდ რჩება 14.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-14T16:20+0400
2026-04-14T16:20+0400
2026-05-29T16:21+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
შავი ზღვა
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284833159_0:0:1664:937_1920x0_80_0_0_b8b2ab2873a9ca3412cf9fe7a468f041.jpg
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. კიევის რეჟიმი, რომელმაც შავი ზღვა ნაღმებითა და უპილოტო ნავებით გაავსო, ტერორისტული და სამხედრო საფრთხის მთავარ წყაროდ რჩება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ და საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარემ, ნიკოლაი პატრუშევმა.ნატო აგრძელებს ინფრასტრუქტურის მშენებლობას რუსეთის წინააღმდეგ შავი ზღვის რეგიონში, აღნიშნა პატრუშევმა „როსიისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში.„ნატოს ქვეყნები აგრძელებენ წვრთნების სცენარების გათამაშებას რუსეთიდან უსაფრთხოების არარსებული საფრთხეების გასანეიტრალებლად, მიუხედავად იმისა, რომ შავ ზღვაში რეალური საფრთხეების წინაშე თავად დგანან. კიევის რეჟიმი, რომელმაც შავი ზღვა ნაღმებითა და უპილოტო ნავებით აავსო, რეგიონში ტერორისტული და სამხედრო საფრთხის მთავარ წყაროდ რჩება“, - თქვა მან.პატრუშევის თქმით, „საყურადღებოა ზელენსკის ბოლო ინტერვიუ დასავლურ მედიასთან, რომელშიც ის თავმომწონედ აცხადებს, რომ დღეს სწორედ უკრაინა აკონტროლებს შავ ზღვაში მოძრაობას თავისი საზღვაო დრონების წყალობით“.„როგორც ჩანს, ასეთი განცხადებებს საფუძვლად დაედო უკრაინული უპილოტო აპარატების თავდასხმა თურქულ ტანკერ Altura-ზე, რომელიც ბოსფორის შესასვლელიდან 15 კილომეტრში იმყოფებოდა. ეს განცხადებები და ქმედებები ასევე ადასტურებს უკრაინის კვალს „თურქული ნაკადისა“ და „ცისფერი ნაკადის“ გაზსადენებზე ტერორისტული თავდასხმების მცდელობებში“, - დასძინა რუსეთის საზღვაო საბჭოს თავმჯდომარემ.
უკრაინა
შავი ზღვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284833159_83:0:1664:1186_1920x0_80_0_0_815779a269205c7eb68ce9cdf729a73a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , შავი ზღვა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , შავი ზღვა , მსოფლიოს ახალი ამბები
პატრუშევი შავ ზღვაში ტერორისტული საფრთხის მთავარ წყაროს ასახელებს
16:20 14.04.2026 (განახლებულია: 16:21 29.05.2026) პატრუშევი: კიევი შავ ზღვაში ტერორისტული საფრთხის წყაროდ რჩება
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. კიევის რეჟიმი, რომელმაც შავი ზღვა ნაღმებითა და უპილოტო ნავებით გაავსო, ტერორისტული და სამხედრო საფრთხის მთავარ წყაროდ რჩება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ და საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარემ, ნიკოლაი პატრუშევმა.
ნატო აგრძელებს ინფრასტრუქტურის მშენებლობას რუსეთის წინააღმდეგ შავი ზღვის რეგიონში, აღნიშნა პატრუშევმა „როსიისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში.
„ნატოს ქვეყნები აგრძელებენ წვრთნების სცენარების გათამაშებას რუსეთიდან უსაფრთხოების არარსებული საფრთხეების გასანეიტრალებლად, მიუხედავად იმისა, რომ შავ ზღვაში რეალური საფრთხეების წინაშე თავად დგანან. კიევის რეჟიმი, რომელმაც შავი ზღვა ნაღმებითა და უპილოტო ნავებით აავსო, რეგიონში ტერორისტული და სამხედრო საფრთხის მთავარ წყაროდ რჩება“, - თქვა მან.
პატრუშევის თქმით, „საყურადღებოა ზელენსკის ბოლო ინტერვიუ დასავლურ მედიასთან, რომელშიც ის თავმომწონედ აცხადებს, რომ დღეს სწორედ უკრაინა აკონტროლებს შავ ზღვაში მოძრაობას თავისი საზღვაო დრონების წყალობით“.
„როგორც ჩანს, ასეთი განცხადებებს საფუძვლად დაედო უკრაინული უპილოტო აპარატების თავდასხმა თურქულ ტანკერ Altura-ზე, რომელიც ბოსფორის შესასვლელიდან 15 კილომეტრში იმყოფებოდა. ეს განცხადებები და ქმედებები ასევე ადასტურებს უკრაინის კვალს „თურქული ნაკადისა“ და „ცისფერი ნაკადის“ გაზსადენებზე ტერორისტული თავდასხმების მცდელობებში“, - დასძინა რუსეთის საზღვაო საბჭოს თავმჯდომარემ.