„გამჭვირვალობის შესახებ" კანონი: პარლამენტმა კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის-სხდომათა-დარბაზი
პარლამენტის-სხდომათა-დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2026
გამოწერა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს, ასევე “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იფუნქციონირებს.
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს. პროექტი კანონმდებლებმა 81-ხმით, ერთხმად მიიღეს.
2024 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის ასევე „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.
2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს, ასევე “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აღსასრულებლად უცხოური ძალის გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი 2024 წელს აამოქმედა.
ყველა ახალი ამბავი
0