https://sputnik-georgia.com/20260414/meria-axvledianis-quchaze-transportis-mozraoba-sheizgudeba-298114636.html
მერია: ახვლედიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მერია: ახვლედიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
Sputnik საქართველო
შეზღუდვის მიზეზი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებისა და ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოებია. 14.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-14T21:49+0400
2026-04-14T21:49+0400
2026-04-14T21:49+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. მთაწმინდის რაიონში 15 აპრილის ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.უწყების ცნობით, გ. ახვლედიანის ქუჩა N6, N12 და N16-ის მიმდებარედ, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა 01:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილია ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებისა და ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები.შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეო ქიაჩელისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოების არეალი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.დედაქალაქის მერი შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მერია: ახვლედიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შეზღუდვის მიზეზი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებისა და ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოებია.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. მთაწმინდის რაიონში 15 აპრილის ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გ. ახვლედიანის ქუჩა N6, N12 და N16-ის მიმდებარედ, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა 01:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილია ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებისა და ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები.
შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეო ქიაჩელისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოების არეალი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.
დედაქალაქის მერი შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.