https://sputnik-georgia.com/20260414/maxatas-mtaze-wirvas-meupe-shio-agavlens-298102217.html
დღეს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათია - მახათას მთაზე საზეიმო წირვას მეუფე შიო აღავლენს
დღეს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათია - მახათას მთაზე საზეიმო წირვას მეუფე შიო აღავლენს
Sputnik საქართველო
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ხსნების დღე 12 თებერვალს, 31 მარტს, 12 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება. 14.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-14T11:13+0400
2026-04-14T11:13+0400
2026-04-14T11:13+0400
საქართველო
საზოგადოება
საეკლესიო კალენდარი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/93/241669345_0:217:2873:1833_1920x0_80_0_0_229722f7ff8372bb53a6cc609c4e0dbb.jpg
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. დღეს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა.სწორედ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სადღესასწაულო წირვას მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე შიო მრევლს ქადაგებით მიმართავს.როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ივერიის ღვთისმშობლის ხატი ქართველი ხალხის მფარველია.„დღეს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს გამორჩეული და პატივდებული, ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს. ეს ხატი დავანებული გახლავთ ათონის მთაზე, ივერონის უძველეს ქართულ მონასტერში, მეათე საუკუნიდან დღემდე და იწოდება ივერიისა, ანუ ქართველთა. სწორედ ამ სახელით იცნობს მას მსოფლიო მართლმადიდებლობა. მისი ასლები შექმნილი და გავრცელებული არის ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში. სწორედ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის გახლავთ ეს ტაძარი, სადაც დღეს წირვას საზეიმო, სააღდგომო ვითარებაში აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრებთან, სამღვდელო დასთან და მრევლთან ერთად", - აღნიშნა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.დეკანოზის თქმით, ივერიის ღვთისმშობლის ხატი ქართველი ხალხის განსაკუთრებული მფარველი გახლდათ. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სათაყვანო ხატია მართლმადიდებლურ სამყაროში. გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის კურთხევით წმინდა მოციქულმა ლუკამ მისი გამოსახულება ჯერ კიდევ მისი მიწიერი ცხოვრების ჟამს დახატა.დიდი ხნის განმავლობაში ივერიის ხატი მცირე აზიაში, ნიკეაში ინახებოდა, ხოლო XI საუკუნიდან ათონის წმინდა მთაზე ივერიის მონასტერში დაიდო ბინა.ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, ტაძარში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლია განთავსებული. ის საქართველოში ათონის მთიდან 2016 წლის 5 აპრილს ჩამოაბრძანეს. ტაძარში ასევე წმინდა მამის გაბრიელ ათონელის ხატი ინახება.ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ხსნების დღე 12 თებერვალს, 31 მარტს, 12 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/93/241669345_72:0:2803:2048_1920x0_80_0_0_4d471ba6775dbc4ee07a013346d190bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საეკლესიო კალენდარი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საეკლესიო კალენდარი, ახალი ამბები
დღეს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათია - მახათას მთაზე საზეიმო წირვას მეუფე შიო აღავლენს
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ხსნების დღე 12 თებერვალს, 31 მარტს, 12 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. დღეს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა.
სწორედ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სადღესასწაულო წირვას მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე შიო მრევლს ქადაგებით მიმართავს.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ივერიის ღვთისმშობლის ხატი ქართველი ხალხის მფარველია.
„დღეს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს გამორჩეული და პატივდებული, ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს. ეს ხატი დავანებული გახლავთ ათონის მთაზე, ივერონის უძველეს ქართულ მონასტერში, მეათე საუკუნიდან დღემდე და იწოდება ივერიისა, ანუ ქართველთა. სწორედ ამ სახელით იცნობს მას მსოფლიო მართლმადიდებლობა. მისი ასლები შექმნილი და გავრცელებული არის ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში. სწორედ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის გახლავთ ეს ტაძარი, სადაც დღეს წირვას საზეიმო, სააღდგომო ვითარებაში აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრებთან, სამღვდელო დასთან და მრევლთან ერთად", - აღნიშნა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.
დეკანოზის თქმით, ივერიის ღვთისმშობლის ხატი ქართველი ხალხის განსაკუთრებული მფარველი გახლდათ.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სათაყვანო ხატია მართლმადიდებლურ სამყაროში. გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის კურთხევით წმინდა მოციქულმა ლუკამ მისი გამოსახულება ჯერ კიდევ მისი მიწიერი ცხოვრების ჟამს დახატა.
დიდი ხნის განმავლობაში ივერიის ხატი მცირე აზიაში, ნიკეაში ინახებოდა, ხოლო XI საუკუნიდან ათონის წმინდა მთაზე ივერიის მონასტერში დაიდო ბინა.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, ტაძარში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლია განთავსებული. ის საქართველოში ათონის მთიდან 2016 წლის 5 აპრილს ჩამოაბრძანეს. ტაძარში ასევე წმინდა მამის გაბრიელ ათონელის ხატი ინახება.
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ხსნების დღე 12 თებერვალს, 31 მარტს, 12 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება.