კვარაცხელია vs მამარდაშვილი: შეძლებს „ლივერპული“ „პსჟ“-თან რევანშის აღებას?

© Courtesy of Giorgi Mamardashviliხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი
ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2026
გამოწერა
შეხვედრა 14 აპრილს, „ენფილდის" სტადიონზე, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ორი ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი - უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
„ლივერპულისა" და „პარი სენ-ჟერმენის" მატჩი 14 აპრილს, „ენფილდის" სტადიონზე, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
8 აპრილს გამართული პირველი შეხვედრა პარიზელების გამარჯვებით დასრულდა 2:0 - აღნიშნული გოლებიდან ერთ-ერთი კვარაცხელიას ეკუთვნის. კვარაცხელიამ მამარდაშვილის კარი შეხვედრის 65-ე წუთზე აიღო და 8.6 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
© Courtesy of Giorgi Mamardashviliხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი
Футболисты Хвича Кварацхелия и Георгий Мамардашвили - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2026
ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი
თუ კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა, მამარდაშვილმა „პსჟ"-სთან მატჩში ოთხი სეივი მიითვალა და „ლივერპულის" საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
გასულ სეზონში გუნდები ერთმანეთს 1/8 ფინალურ ეტაპზე შეხვდნენ: მაშინ ორმატჩიან დუელში (1-2) გამარჯვება „პსჟ“-ს დარჩა. პარიზელები ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები არიან.
ყველა ახალი ამბავი
0