https://sputnik-georgia.com/20260414/kobaxidze-dedaenis-dacva-mniashvnelovania-298101223.html
კობახიძე: დედაენის სიძლიერე სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა
კობახიძე: დედაენის სიძლიერე სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა
Sputnik საქართველო
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 14 აპრილის თაობამ შეინარჩუნა ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ქვეყნის სუვერენიტეტი დგას. 14.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-14T10:55+0400
2026-04-14T10:55+0400
2026-04-14T10:55+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295494914_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_593304e5b56093962275ac13de620524.jpg
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე, დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, დაწერა სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოში ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 48 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.როგორც პრემიერმა აღნიშნა, 14 აპრილის თაობამ შეინარჩუნა ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ქვეყნის სუვერენიტეტი დგას.ქართული ენა უძველესი ენაა. მას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ, ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში გაჩნდა.2016 წლის 30 ნოემბერს ქართული დამწერლობის სამი სახეობა იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა ძველქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან – ნუსხური დამწერლობა (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან – მხედრული (სამოქალაქო) დამწერლობა.ქართულ ენაზე დაწერილი უძველესი ნაწარმოები – იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ 476 წლით თარიღდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295494914_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_5fc4afdb66f8bc075717f8ba10314fd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
კობახიძე: დედაენის სიძლიერე სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 14 აპრილის თაობამ შეინარჩუნა ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ქვეყნის სუვერენიტეტი დგას.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე, დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, დაწერა სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 48 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
„1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. ამ დღეს საქართველო ერთ მუშტად შეიკრა დედაენის დასაცავად. ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა – ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას. მაშინ ენის დაცვა ნიშნავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის გადარჩენას. სწორედ ამიტომ, ისტორიულმა გამარჯვებამ უმძლავრესი ბიძგი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას", - დაწერა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 14 აპრილის თაობამ შეინარჩუნა ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ქვეყნის სუვერენიტეტი დგას.
„ჩვენი ვალდებულება მშობლიური ენის მიმართ მარადიულია. თანამედროვე სამყაროში ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა კვლავ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე. დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა“, – განაცხადა კობახიძემ.
ქართული ენა უძველესი ენაა. მას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ, ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში გაჩნდა.
2016 წლის 30 ნოემბერს ქართული დამწერლობის სამი სახეობა იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა ძველქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან – ნუსხური დამწერლობა (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან – მხედრული (სამოქალაქო) დამწერლობა.
ქართულ ენაზე დაწერილი უძველესი ნაწარმოები – იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ 476 წლით თარიღდება.