კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

© FB / Lanchkhuti City Hallსტიქია კახეთში
სტიქია კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2026
გამოწერა
არამდგრადმა ამინდებმა, რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა - დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
რამდენიმედღიანი ინტენსიური წვიმის შედეგად ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის სოფლებში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
რამდენიმე მუნიციპალიტეტში მძიმე ტექნიკა ერთდროულად ინტენსიურად მუშაობს. იწმინდება მდინარეების კალაპოტები და სანიაღვრე არხები.
„განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა სამ მუნიციპალიტეტში - გურჯაანში, ყვარელსა და ლაგოდეხში. აქტიურად მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მუნიციპალური სერვისები. მობილიზებული იყო ყველა საჭირო ტექნიკა და ამ დრომდე მიმდინარეობს სამუშაოები“, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
კალმახელიძის განცხადებით, რჩება გარკვეული პრობლემური საკითხები, რომელსაც შესწავლა სჭირდება.
ჯერჯერობით უცნობია სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა.
ყველა ახალი ამბავი
0