კავკასიის საინვესტიციო ფორუმი სტავროპოლში: ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო იქნება

© roscongress.ruკავკასიის საინვესტიციო ფორუმი
კავკასიის საინვესტიციო ფორუმი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2026
გამოწერა
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების განვითარებაზე, მათ შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებაზე, სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების გაფართოებასა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცვლის გაღრმავებაზე.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველო კავკასიის საინვესტიციო ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვეყნის, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონის უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი რგოლის მნიშვნელობას, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კავკასიის საინვესტიციო ფორუმი სტავროპოლის მხარეში 28-30 აპრილის პერიოდში ჩატარდება. ღონისძიების ცენტრალური თემაა „შესაძლებლობების ჰორიზონტის გაფართოება“. საგამოფენო ცენტრ „მინვოდიექსპოს“ (МинводыЭКСПО) ბაზაზე ოთხი თემატური დღე გაიმართება, რომლებიც დაეთმობა ახალგაზრდულ ინიციატივებს, საინვესტიციო თანამშრომლობას, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ღია დიალოგსა და მეწარმეობის მხარდაჭერას.
„განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ფორუმის მუშაობაში სამხრეთ კავკასიის/ამიერკავკასიის წარმომადგენლების, კერძოდ კი, საქართველოს მონაწილეობა. თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და ისტორიულ პროცესებში არსებული როლით, ეს ქვეყანა მთელი კავკასიის ღერძი, ხერხემალი და ქვაკუთხედია“, — განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" ფორუმის საზოგადოებრივმა თანაშემწემ იბრაგიმ არსანოვმა.
მოსალოდნელია, რომ ფორუმი, ტრადიციულად, 5 ათასამდე მონაწილეს — ხელისუფლების, ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს გააერთიანებს. პანელური სესიების, საქმიანი შეხვედრებისა და არაფორმალური კომუნიკაციის ფარგლებში, მონაწილეები მსოფლიო და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს, ასევე ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.
არსანოვის თქმით, რუსეთი რეგიონში კეთილმეზობლური კლიმატის გასაუმჯობესებლად ნაბიჯებს დგამს.
© photo: Sputnik / Stringerიბრაგიმ არსანოვი
Ибрагим Арсанов, общественный помощник-доброволец Кавказского Инвестиционного Форума 2026 - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2026
იბრაგიმ არსანოვი
„აუცილებელია საქართველოსა და რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიას შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნა. ასეთი სულ რვაა. მათი ამოქმედება მთელი კავკასიისთვის სასიცოცხლო სისხლძარღვების გახსნის ეფექტს მოახდენს“, — განაცხადა არსანოვმა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების განვითარებაზე, მათ შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებაზე, სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების გაფართოებასა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცვლის გაღრმავებაზე.
ცალკე ხაზგასმულია დიალოგისა და ექსპერტული დიპლომატიის მნიშვნელობა, როგორც რეგიონში ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
„რუსეთთან მართლმადიდებლური ერთიანობა და რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ეთნიკური ფესვების გადაჯაჭვულობა უნდა იქცეს კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ინტეგრაციის საყრდენი. აუცილებელია ჩვენს ქვეყნებს შორის ექსპერტული და სახალხო დიპლომატიის პლატფორმის მრავალჯერადი გაძლიერება, რაც სახელმწიფოთაშორის დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება“, — აღნიშნა არსანოვმა.
კავკასიის საინვესტიციო ფორუმი ეფექტურ პლატფორმას წარმოადგენს არა მხოლოდ ოლქის რეგიონების წარმატებების დემონსტრირებისთვის, არამედ ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის დიალოგისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0