https://sputnik-georgia.com/20260414/ganatlebis-shesaxeb-kanonshi-cvlilebebi-shedis-298116268.html
უცხოეთის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ იურიდიულ პირს ავტორიზაცია მოეთხოვება
უცხოეთის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ იურიდიულ პირს ავტორიზაცია მოეთხოვება
Sputnik საქართველო
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებად განისაზღვრება უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების განხორციელება მინისტრის ბრძანებით... 14.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-14T23:19+0400
2026-04-14T23:19+0400
2026-04-14T23:42+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_e44ba6ce706be406510c04b6b26a70dd.jpg
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირები ვალდებული იქნებიან, ავტორიზაციის პროცესი გაიარონ და ავტორიზაცია მოიპოვონ.შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის.ცვლილებების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებად განისაზღვრება უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების განხორციელება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.აღნიშნული ცვლილებით, გარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა, შესაძლებელი გახდება საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრება.ინიციატივით განისაზღვრება, რომ იმ იურიდიულმა პირებმა, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას საქართველოში, ამ კანონის ამოქმედებიდან 24 თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ ავტორიზაციის მოპოვება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_f958f6f316fbe6a4fd1e7d344ad9a751.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
უცხოეთის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ იურიდიულ პირს ავტორიზაცია მოეთხოვება
23:19 14.04.2026 (განახლებულია: 23:42 14.04.2026) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებად განისაზღვრება უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების განხორციელება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირები ვალდებული იქნებიან, ავტორიზაციის პროცესი გაიარონ და ავტორიზაცია მოიპოვონ.
შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის.
ცვლილებების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებად განისაზღვრება უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების განხორციელება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
„საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული შესაბამისი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია საბაზო ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ამასთანავე, აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას არ საჭიროებს", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
აღნიშნული ცვლილებით, გარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა, შესაძლებელი გახდება საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრება.
ინიციატივით განისაზღვრება, რომ იმ იურიდიულმა პირებმა, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას საქართველოში, ამ კანონის ამოქმედებიდან 24 თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ ავტორიზაციის მოპოვება.