https://sputnik-georgia.com/20260414/erovnuli-banki-motxovnebs-amkacrebs-298114152.html
60 წელს ზემოთ პირთა თაღლითური სქემებისგან დაცვის მიზნით სებ-ი მოთხოვნებს ამკაცრებს
60 წელს ზემოთ პირთა თაღლითური სქემებისგან დაცვის მიზნით სებ-ი მოთხოვნებს ამკაცრებს
Sputnik საქართველო
მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის სეგმენტის უფლებების დაცვა, ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. 14.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-14T22:19+0400
2026-04-14T22:19+0400
2026-04-14T22:19+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. 60 წელს ზემოთ მომხმარებელთა შესაძლო თაღლითური სქემებისგან დაცვის მიზნით ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს.სებ-ის ცნობით, ცვლილება შედის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის (60 წელს ზემოთ პირთა) დაცვას თაღლითური სქემებისგან.განახლებული რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოიცავს ისეთ დამატებით მოთხოვნებს, რომლის მიხედვით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, 60 წელს ზემოთ პირთა ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს. კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე.სებ-ის ინფორმაციით, რისკიანი ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებული იქნება დაუკავშირდეს მომხმარებელს და მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო ტრანზაქციის თაობაზე. „მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიცირების შემდეგ 48 საათი ექნება, რათა მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს", - ნათქვამია განცხადებაში.პირველ ეტაპზე ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ახალი წესი მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედდება და მხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება, ახალი ამბები
60 წელს ზემოთ პირთა თაღლითური სქემებისგან დაცვის მიზნით სებ-ი მოთხოვნებს ამკაცრებს
მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის სეგმენტის უფლებების დაცვა, ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. 60 წელს ზემოთ მომხმარებელთა შესაძლო თაღლითური სქემებისგან დაცვის მიზნით ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს.
სებ-ის ცნობით, ცვლილება შედის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის (60 წელს ზემოთ პირთა) დაცვას თაღლითური სქემებისგან.
განახლებული რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოიცავს ისეთ დამატებით მოთხოვნებს, რომლის მიხედვით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, 60 წელს ზემოთ პირთა ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს.
კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე.
რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები – თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. ფორექსი, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება.
სებ-ის ინფორმაციით, რისკიანი ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებული იქნება დაუკავშირდეს მომხმარებელს და მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო ტრანზაქციის თაობაზე.
„მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიცირების შემდეგ 48 საათი ექნება, რათა მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს", - ნათქვამია განცხადებაში.
პირველ ეტაპზე ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ახალი წესი მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედდება და მხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება.