საქართველოს დედაქალაქი ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

© European Judo Unionძიუდოს ნაკრები
ძიუდოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2026
გამოწერა
ჩემპიონატში 46 ქვეყნის 407 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას - ტურნირზე საქართველოს ნაკრები 18 სპორტსმენით წარდგება:
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქი ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს, რომელიც 16-19 აპრილს „თბილისის არენაზე“ გაიმართება.
ჩემპიონატში 46 ქვეყნის 407 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას - ტურნირზე საქართველოს ნაკრები 18 სპორტსმენით წარდგება:
მამაკაცები:
გიორგი სარდალაშვილი (–60 კგ),
ვაჟა მარგველაშვილი (–66 კგ),
მიხეილ ბახბახაშვილი (–66 კგ),
ლაშა შავდათუაშვილი (–73 კგ),
ტატო გრიგალაშვილი (–81 კგ),
ლაშა ბექაური (–81 კგ),
ლუკა მაისურაძე (–90 კგ),
ილია სულამანიძე (–100 კგ),
გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
ქალები:
თამარ გიგოლაევა (–48 კგ),
ჯულიეტა როდონაია(–48 კგ),
ნინო თათარიშვილი (–52 კგ),
ეთერ ლიპარტელიანი(–57 კგ),
ნინო ლოლაძე (–57 კგ),
ნინო წიკლაური (–63 კგ),
ნინო გულბანი (–70 კგ),
მარიამ ჭანტურია (–70 კგ),
სოფიო სომხიშვილი(+78 კგ).
საქართველო ჩემპიონატს უკვე მეორედ უმასპინძლებს. შეჯიბრი პირველად 2009 წელს გაიმართა.
გასულ წელს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებებში ოთხი მედალი მოიპოვა. გიორგი სარდალაშვილი და ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0