https://sputnik-georgia.com/20260413/ukraina-saagdgomo-zavs-argvevs-298097293.html
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის მხრიდან სააღდგომო ზავის დარღვევის შესახებ განაცხადა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის მხრიდან სააღდგომო ზავის დარღვევის შესახებ განაცხადა
Sputnik საქართველო
როგორც უწყებაში აღნიშნეს, პროვოკაციების მიუხედავად, რუსული დაჯგუფებები კვლავ იცავენ ჰუმანიტარული მიზნებისთვის გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. 13.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-13T20:00+0400
2026-04-13T20:00+0400
2026-04-13T20:00+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/03/265712516_0:149:3138:1914_1920x0_80_0_0_e5fae1c61e025203ee816b8249186aef.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 1 971-ჯერ დაარღვიეს, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.უწყების განცხადებით, რუსული ჯარების ყველა დაჯგუფება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, შაბათის 16:00 საათიდან მკაცრად იცავდა ზავის პირობებს და დაკავებულ პოზიციებზე რჩებოდა. მიუხედავად ამისა, სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ შეთანხმება არაერთხელ დაარღვია.გარდა ამისა, უწყების ცნობით, უკრაინულმა ფორმირებებმა ღამის განმავლობაში სამჯერ შეუტიეს რუსული ჯარების პოზიციებს პოკროვსკოეს რაიონიდან დასახლებული პუნქტების — გაისა და ოტრადნოეს (დნეპროპეტროვსკის ოლქი) მიმართულებით. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა შეტევა მოგერიებულია.რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქის დასახლებულ პუნქტებთან (კონდრატოვკა, ნოვაია სეჩა) და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სოფელ კალენიკის მიმართულებით ასევე აღკვეთეს უკრაინული შენაერთების პოზიციებზე დაწინაურების ოთხი მცდელობა.მანამდე კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმირ პუტინმა 11 აპრილს, 16:00 საათიდან 12 აპრილის დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოაცხადა.რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დადებითად შეაფასა, ხოლო რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ ეს დაჭრილების ევაკუაციისა და უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნის უფრო ინტენსიური სამუშაოების ჩატარების საშუალებას იძლევა.ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით „შესაბამისად იმოქმედებდა“.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/03/265712516_209:0:2940:2048_1920x0_80_0_0_9c2b7b63526ec6c53a6843ebbda6fa47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის მხრიდან სააღდგომო ზავის დარღვევის შესახებ განაცხადა
როგორც უწყებაში აღნიშნეს, პროვოკაციების მიუხედავად, რუსული დაჯგუფებები კვლავ იცავენ ჰუმანიტარული მიზნებისთვის გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 1 971-ჯერ დაარღვიეს, იუწყება
РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
უწყების განცხადებით, რუსული ჯარების ყველა დაჯგუფება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, შაბათის 16:00 საათიდან მკაცრად იცავდა ზავის პირობებს და დაკავებულ პოზიციებზე რჩებოდა. მიუხედავად ამისა, სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ შეთანხმება არაერთხელ დაარღვია.
„საერთო ჯამში, 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის 08:00 საათამდე პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მხრიდან ზავის რეჟიმის 1 971 დარღვევა დაფიქსირდა“, — ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, უკრაინულმა ფორმირებებმა ღამის განმავლობაში სამჯერ შეუტიეს რუსული ჯარების პოზიციებს პოკროვსკოეს რაიონიდან დასახლებული პუნქტების — გაისა და ოტრადნოეს (დნეპროპეტროვსკის ოლქი) მიმართულებით. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა შეტევა მოგერიებულია.
რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქის დასახლებულ პუნქტებთან (კონდრატოვკა, ნოვაია სეჩა) და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სოფელ კალენიკის მიმართულებით ასევე აღკვეთეს უკრაინული შენაერთების პოზიციებზე დაწინაურების ოთხი მცდელობა.
მანამდე კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმირ პუტინმა 11 აპრილს, 16:00 საათიდან 12 აპრილის დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოაცხადა.
რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დადებითად შეაფასა, ხოლო რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ ეს დაჭრილების ევაკუაციისა და უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნის უფრო ინტენსიური სამუშაოების ჩატარების საშუალებას იძლევა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით „შესაბამისად იმოქმედებდა“.