https://sputnik-georgia.com/20260413/saqartveloshi-micvalebulta-xsenebis-dge-aginishneba-298082421.html
საქართველოში მიცვალებულების ხსენების დღე აღინიშნება
საქართველოში მიცვალებულების ხსენების დღე აღინიშნება
Sputnik საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ აღდგომა სიცოცხლის დღესასწაულია, საქართველოში ამ დღესაც იხსენებენ მიცვალებულებს და მასობრივად - მეორე დღეს, ორშაბათს. 13.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-13T10:53+0400
2026-04-13T10:53+0400
2026-04-13T10:53+0400
საქართველო
საზოგადოება
აღდგომა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23563/33/235633342_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_28937458d4ca39cca0bcddd8433bc021.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გარდაცვლილებს მოიხსენიებს, ქვეყნის ტაძრებში ამ დღეს მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი იმართება.მიცვალებულთა ხსენების დღე, რომელიც ოფიციალურად არის უქმე, საქართველოში აღდგომის მეორე დღეს - ორშაბათს აღინიშნება. თითქოს პარადოქსია, მაგრამ ქართულ კულტურაში სიცოცხლის სიხარული წარმოუდგენელია საყვარელი ადამიანების ხსოვნის გარეშე, რომლებიც ჩვენთან აღარ არიან.ეს ტრადიცია სსრკ-ს პერიოდში გაჩნდა, როდესაც რწმენა სასტიკად იდევნებოდა, ეკლესიებში სიარული კი იზღუდებოდა. ბევრ მორწმუნეს ეშინოდა ტაძარში მისვლა, განსაკუთრებით 30-იან წლებში, რადგან მათ რეპრესიები და სასჯელი ელოდათ.და ხალხმა მოიფიქრა გამოსავალი - აღდგომის აღნიშვნა ტაძრების ნაცვლად დაიწყეს სასაფლაოებზე, სადაც იკრიბებოდნენ, ლოცულობდნენ, ქეიბოდნენ.ამგვარად სასაფლაოების მონახულებით ხალხი მართლმადიდებლურ ტრადიციებსაც იცავდა და გვერდს უვლიდა ოფიციალური შეზღუდვებს.ამით განსხვავდება საქართველო სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან, სადაც ხსენების დღეები არ ემთხვევა აღდგომას. ეს იძულებითი გამოსავალი იქცა ტრადიციად, რომელიც სსრკ-ის დაშლის შემდეგაც შენარჩუნდა, თუმცა მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომა დღეს სასაფლაოების მონახულებას მაინცდამაინც არ ამართლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23563/33/235633342_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_20affb673566c9de233ea142b9ef3bb1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, აღდგომა , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, აღდგომა , ახალი ამბები
საქართველოში მიცვალებულების ხსენების დღე აღინიშნება
მიუხედავად იმისა, რომ აღდგომა სიცოცხლის დღესასწაულია, საქართველოში ამ დღესაც იხსენებენ მიცვალებულებს და მასობრივად - მეორე დღეს, ორშაბათს.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გარდაცვლილებს მოიხსენიებს, ქვეყნის ტაძრებში ამ დღეს მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი იმართება.
მიცვალებულთა ხსენების დღე, რომელიც ოფიციალურად არის უქმე, საქართველოში აღდგომის მეორე დღეს - ორშაბათს აღინიშნება.
თითქოს პარადოქსია, მაგრამ ქართულ კულტურაში სიცოცხლის სიხარული წარმოუდგენელია საყვარელი ადამიანების ხსოვნის გარეშე, რომლებიც ჩვენთან აღარ არიან.
ეს ტრადიცია სსრკ-ს პერიოდში გაჩნდა, როდესაც რწმენა სასტიკად იდევნებოდა, ეკლესიებში სიარული კი იზღუდებოდა. ბევრ მორწმუნეს ეშინოდა ტაძარში მისვლა, განსაკუთრებით 30-იან წლებში, რადგან მათ რეპრესიები და სასჯელი ელოდათ.
და ხალხმა მოიფიქრა გამოსავალი - აღდგომის აღნიშვნა ტაძრების ნაცვლად დაიწყეს სასაფლაოებზე, სადაც იკრიბებოდნენ, ლოცულობდნენ, ქეიბოდნენ.
ამგვარად სასაფლაოების მონახულებით ხალხი მართლმადიდებლურ ტრადიციებსაც იცავდა და გვერდს უვლიდა ოფიციალური შეზღუდვებს.
ამით განსხვავდება საქართველო სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან, სადაც ხსენების დღეები არ ემთხვევა აღდგომას. ეს იძულებითი გამოსავალი იქცა ტრადიციად, რომელიც სსრკ-ის დაშლის შემდეგაც შენარჩუნდა, თუმცა მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომა დღეს სასაფლაოების მონახულებას მაინცდამაინც არ ამართლებს.