https://sputnik-georgia.com/20260413/saqartvelo-imf-da-msoplio-bankis-shexvedrebshi-miigebs-monawileobas-298096729.html
საქართველო IMF-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
საქართველო IMF-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალ მაგიდაში, რომლის წლევანდელი თემა პოსტმოდერნისტულ... 13.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-13T19:12+0400
2026-04-13T19:12+0400
2026-04-13T19:12+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
აშშ
მსოფლიო ბანკი
ახალი ამბები
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292708747_0:0:1801:1014_1920x0_80_0_0_6424125c076756132e133920899973fc.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იქნებიან, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საზაფხულო შეხვედრებს დაესწრება.საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ვაშინგტონში 13-18 მაისს გაიმართება. ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი შეხვედრებს გამართავენ, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან, სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებთან იეროენ კლიკთან და მარნიქს ვან რისთან. სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდებიან ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებს, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალ მაგიდაში, რომლის წლევანდელი თემა პოსტმოდერნისტულ ერაში ცენტრალური ბანკების როლი იქნება. ამასთან, ნათია თურნავა პირისპირ შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის მმართველთან, რომელთანაც ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს. საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. ორგანიზაცია ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში უწევს დახმარებას. ვიზიტის დასრულების შემდეგ, მისია საქართველოს შესახებ განახლებულ ანგარიშს წარადგენს.რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, საქართველო მისი წევრი 1992 წლიდანაა. ქვეყანა ორგანიზაციისგან მხარდაჭერას შეღავათიანი კრედიტებისა და ტექნიკური დახმარების სახით იღებს, რაც კვლავ სტრუქტურული რეფორმების გატარებისკენაა მიმართული.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292708747_86:0:1686:1200_1920x0_80_0_0_3487d9ed6eba998d968fc956fa97bc27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, აშშ , მსოფლიო ბანკი , ახალი ამბები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, აშშ , მსოფლიო ბანკი , ახალი ამბები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საქართველო IMF-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალ მაგიდაში, რომლის წლევანდელი თემა პოსტმოდერნისტულ ერაში ცენტრალური ბანკების როლი იქნება.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იქნებიან, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საზაფხულო შეხვედრებს დაესწრება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ვაშინგტონში 13-18 მაისს გაიმართება. ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი შეხვედრებს გამართავენ, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან, სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებთან იეროენ კლიკთან და მარნიქს ვან რისთან.
სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდებიან ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებს, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალ მაგიდაში, რომლის წლევანდელი თემა პოსტმოდერნისტულ ერაში ცენტრალური ბანკების როლი იქნება.
ამასთან, ნათია თურნავა პირისპირ შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის მმართველთან, რომელთანაც ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს.
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. ორგანიზაცია ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში უწევს დახმარებას. ვიზიტის დასრულების შემდეგ, მისია საქართველოს შესახებ განახლებულ ანგარიშს წარადგენს.
რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, საქართველო მისი წევრი 1992 წლიდანაა. ქვეყანა ორგანიზაციისგან მხარდაჭერას შეღავათიანი კრედიტებისა და ტექნიკური დახმარების სახით იღებს, რაც კვლავ სტრუქტურული რეფორმების გატარებისკენაა მიმართული.