https://sputnik-georgia.com/20260413/ramdenad-sasisia-gazis-danadgarebi-saqartvelosi-energoombudsnebis-angarisi-298056579.html
რამდენად საშიშია გაზის დანადგარები საქართველოში - ენერგოომბუდსმენის ანგარიში
რამდენად საშიშია გაზის დანადგარები საქართველოში - ენერგოომბუდსმენის ანგარიში
Sputnik საქართველო
მხუთავი აირით მოწამვლა ერთერთი მთავარი პრობლემაა, რადგან ის უსუნოა და მისი აღმოჩენა მხოლოდ სპეციალური მოწყობილობით არის შესაძლებელი 13.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-13T15:00+0400
2026-04-13T15:00+0400
2026-04-13T12:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
თბილისი-ენერჯი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/17/269697462_0:0:3368:1895_1920x0_80_0_0_8b11c8a1090140e583395e11657f8b80.jpg
თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. 2025 წელს ნახშირჟანგით მოწამვლის შემთხვევები გაიზარდა და ამ მხრივ ყველაზე პრობლემური რეგიონებია, ნათქვამია საქართველოს ენერგოომბუდსმენის „2025 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშში“.გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი ნახშირჟანგით (CO) მოწამვლა გაზის დანადგარების გამოყენებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ნახშირჟანგი უსუნოა და მოწყობილობის გარეშე მისი გამოვლენა შეუძლებელია.ენერგოომბუდსმენის მონაცემებით, საქართველოში ნახშირჟანგით მოწამვლის 49 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 20 ფაქტი რეგიონებში მოხდა. ინტოქსიკაციის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა. ნახშირჟანგით მოწამვლის შემთხვევების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 36,1%-ით გაიზარდა.მეორე საშიში ფაქტორი გაზის გაჟონვაა. 2025 წელს თბილისსა და რეგიონებში გაზის გაჟონვის შედეგად 14 აფეთქება მოხდა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა.გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ხშირად შეახსენებს აბონენტებს, რომ ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლის ან წყლის გამაცხელებლის მოხმარება სახლში, ოფისში, ავტოფარეხში ან ნებისმიერ დახურულ სივრცეში, საშიში და კატეგორიულად აკრძალულია. დაშვებულია მხოლოდ გარე, ანუ დახურული წვის დანადგარები.მიუხედავად აკრძალვისა, ღია წვის კამერიანი დანადგარები მაინც ხშირია მოხმარებაში. კომპანია წელიწადში ერთხელ ამოწმებს გაზმომარაგების სისტემებს საცხოვრებელ სახლებში, აღმოჩენის შემთხვევაში ღია წვის დანადგარის ჩახსნა ხდება, თუმცა მაცხოვრებლები შემდგომში კვლავ კუსტარულად აერთებენ მათ, რაც შესაძლოა სავალალო შედეგით დასრულდეს.გარდა ამისა, ახალი კანონით სავალდებულო გახდა გაზის დეტექტორის მონტაჟი საცხოვრებელ სახლებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/17/269697462_637:0:3368:2048_1920x0_80_0_0_098d5ba5e223278dad248e39aabd8cf4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, თბილისი-ენერჯი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, თბილისი-ენერჯი
რამდენად საშიშია გაზის დანადგარები საქართველოში - ენერგოომბუდსმენის ანგარიში
მხუთავი აირით მოწამვლა ერთერთი მთავარი პრობლემაა, რადგან ის უსუნოა და მისი აღმოჩენა მხოლოდ სპეციალური მოწყობილობით არის შესაძლებელი
თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. 2025 წელს ნახშირჟანგით მოწამვლის შემთხვევები გაიზარდა და ამ მხრივ ყველაზე პრობლემური რეგიონებია, ნათქვამია საქართველოს ენერგოომბუდსმენის „2025 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშში“.
გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი ნახშირჟანგით (CO) მოწამვლა გაზის დანადგარების გამოყენებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ნახშირჟანგი უსუნოა და მოწყობილობის გარეშე მისი გამოვლენა შეუძლებელია.
ენერგოომბუდსმენის მონაცემებით, საქართველოში ნახშირჟანგით მოწამვლის 49 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 20 ფაქტი რეგიონებში მოხდა. ინტოქსიკაციის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა. ნახშირჟანგით მოწამვლის შემთხვევების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 36,1%-ით გაიზარდა.
მეორე საშიში ფაქტორი გაზის გაჟონვაა. 2025 წელს თბილისსა და რეგიონებში გაზის გაჟონვის შედეგად 14 აფეთქება მოხდა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა.
გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ხშირად შეახსენებს აბონენტებს, რომ ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლის ან წყლის გამაცხელებლის მოხმარება სახლში, ოფისში, ავტოფარეხში ან ნებისმიერ დახურულ სივრცეში, საშიში და კატეგორიულად აკრძალულია. დაშვებულია მხოლოდ გარე, ანუ დახურული წვის დანადგარები.
მიუხედავად აკრძალვისა, ღია წვის კამერიანი დანადგარები მაინც ხშირია მოხმარებაში. კომპანია წელიწადში ერთხელ ამოწმებს გაზმომარაგების სისტემებს საცხოვრებელ სახლებში, აღმოჩენის შემთხვევაში ღია წვის დანადგარის ჩახსნა ხდება, თუმცა მაცხოვრებლები შემდგომში კვლავ კუსტარულად აერთებენ მათ, რაც შესაძლოა სავალალო შედეგით დასრულდეს.
გარდა ამისა, ახალი კანონით სავალდებულო გახდა გაზის დეტექტორის მონტაჟი საცხოვრებელ სახლებში.