https://sputnik-georgia.com/20260413/kaxetshi-wvimam-problemebi-sheqmna-298098629.html
სტიქია კახეთში: ძლიერმა წვიმამ რამდენიმე მუნიციუპალიტეტი დააზარალა
სტიქია კახეთში: ძლიერმა წვიმამ რამდენიმე მუნიციუპალიტეტი დააზარალა
Sputnik საქართველო
გადაუღებელმა წვიმამ და უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია. 13.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-13T17:32+0400
2026-04-13T17:32+0400
2026-04-13T17:32+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
კახეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0d/298098050_0:592:1536:1456_1920x0_80_0_0_5c3d5c8374da090fbf612f5c2579f513.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა, იუწყება პირველი არხი.ინტენსიური წვიმის შედეგად ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის სოფლებში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურსა და ქვემო ნაშოვარში. სტიქიის ზონაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილიიმყოფებიან. მათი თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები სამაშველო სამსახურთან ერთად აქტიურად მიმდინარებს.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0d/298098050_0:448:1536:1600_1920x0_80_0_0_3231a9c3d600d9cfcc13df3be40c225e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, კახეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, კახეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
სტიქია კახეთში: ძლიერმა წვიმამ რამდენიმე მუნიციუპალიტეტი დააზარალა
გადაუღებელმა წვიმამ და უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა, იუწყება პირველი არხი.
ინტენსიური წვიმის შედეგად ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის სოფლებში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურსა და ქვემო ნაშოვარში.
„დაგვეტბორა სახლები, ეზოები და მოსავალი. სათბურები სულ წყალშია. გაგვინადგურდა ყველაფერი. ჩვენი ძირითადი შემოსავალი ეს არის, მაგრამ დავრჩით არაფრის გარეშე, არ ვიცით, რა იქნება”, - განაცხადა სოფლის მკვიდრმა ჟურნალისტებთან.
სტიქიის ზონაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილიიმყოფებიან. მათი თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები სამაშველო სამსახურთან ერთად აქტიურად მიმდინარებს.