https://sputnik-georgia.com/20260413/dmitrievi-ungretis-archevnebs-exmaureba-298093210.html
ევროკავშირის დაშლის პროცესი დაჩქარდება: დმიტრიევი უნგრეთის არჩევნების შედეგებზე
ევროკავშირის დაშლის პროცესი დაჩქარდება: დმიტრიევი უნგრეთის არჩევნების შედეგებზე
Sputnik საქართველო
უნგრეთში „ევროპული“ ოპოზიციის გამარჯვება — ეს პიროსის გამარჯვებაა 13.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-13T14:12+0400
2026-04-13T14:12+0400
2026-04-13T14:12+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
უნგრეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/07/249379582_0:0:2855:1606_1920x0_80_0_0_6abe9cdf4df5b2b6213b689e78b96e74.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფედერაციის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა ბრიტანელი აქტივისტის, ტომ რობინსონის მიერ უნგრეთის არჩევნების შედეგების შეფასებასთან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა, რომ ევროკავშირში დეზინტეგრაციული პროცესები კიდევ უფრო გამწვავდება, იუწყება РИА Новости.უნგრეთის საარჩევნო ოფისის ბოლო მონაცემებით, ბიულეტენების 98,5%-ის დამუშავების შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს. წინასწარი პროგნოზით, ოპოზიცია 199-დან 138 მანდატს მოიპოვებს. რობინსონის შეფასებით, ასეთი პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, უნგრეთი „ყველგან პრობლემებში ჩაეფლობა“ ისევე როგორც ლონდონი, პარიზი და ბერლინი.დმიტრიევის შეფასებით, უნგრეთში „ევროპული“ ოპოზიციის წარმატება „პიროსის გამარჯვებაა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გამარჯვება იმდენად დიდ მსხვერპლს მოითხოვს, რომ საბოლოო ჯამში მარცხის ტოლფასი იქნება.მანამდე უნგრეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ პარტია „ტისას“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა საერთო ევროპულ კურსს დაუბრუნდება. მათი განმარტებით, ახალი მთავრობა ვერ შეძლებს ბრიუსელის მოთხოვნების იგნორირებას, განსაკუთრებით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და კიევისთვის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხებში.
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/07/249379582_36:0:2765:2047_1920x0_80_0_0_df1179403660fb9b98261feabaf79f2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, უნგრეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, უნგრეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები
ევროკავშირის დაშლის პროცესი დაჩქარდება: დმიტრიევი უნგრეთის არჩევნების შედეგებზე
უნგრეთში „ევროპული“ ოპოზიციის გამარჯვება — ეს პიროსის გამარჯვებაა
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფედერაციის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა ბრიტანელი აქტივისტის, ტომ რობინსონის მიერ უნგრეთის არჩევნების შედეგების შეფასებასთან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა, რომ ევროკავშირში დეზინტეგრაციული პროცესები კიდევ უფრო გამწვავდება, იუწყება РИА Новости.
უნგრეთის საარჩევნო ოფისის ბოლო მონაცემებით, ბიულეტენების 98,5%-ის დამუშავების შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს. წინასწარი პროგნოზით, ოპოზიცია 199-დან 138 მანდატს მოიპოვებს. რობინსონის შეფასებით, ასეთი პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, უნგრეთი „ყველგან პრობლემებში ჩაეფლობა“ ისევე როგორც ლონდონი, პარიზი და ბერლინი.
„ეს მხოლოდ დააჩქარებს ევროკავშირის დაშლას. ოთხ თვეში შეამოწმეთ, მართალი ვარ თუ არა“, — დაწერა დმიტრიევმა სოციალურ ქსელში.
დმიტრიევის შეფასებით, უნგრეთში „ევროპული“ ოპოზიციის წარმატება „პიროსის გამარჯვებაა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გამარჯვება იმდენად დიდ მსხვერპლს მოითხოვს, რომ საბოლოო ჯამში მარცხის ტოლფასი იქნება.
მანამდე უნგრეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ პარტია „ტისას“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა საერთო ევროპულ კურსს დაუბრუნდება. მათი განმარტებით, ახალი მთავრობა ვერ შეძლებს ბრიუსელის მოთხოვნების იგნორირებას, განსაკუთრებით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და კიევისთვის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხებში.