დეკანოზი გიორგი ბერაძე: კარგი წესია, როდესაც მიცვალებულებს უფლის აღდგომას ვულოცავთ

© Sputnik / Alexander Imedashviliკუკიის სასაფლაო
კუკიის სასაფლაო - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2026
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ აღდგომა სიცოცხლის დღესასწაულია, საქართველოში მიცვალებულებს იხსენებენ ამ დღესაც და მასობრივად - მეორე დღეს, ორშაბათს.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში არის ზეიმი, ერთმანეთს და ჩვენს მიცვალებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავთ, განაცხადა დეკანოზმა გიორგი ბერაძემ.
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავზე გადიან და, ტრადიციისამებრ, სააღდგომო ნამცხვარი და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. აღდგომის მეორე დღეს ადამიანები გადიან საფლავზე არა გლოვისთვის, არამედ რომ მიულოცონ თავიანთ გარდაცვლილებს ქრისტეს აღდგომა.
„ამ დროს ძალიან კარგი წესია, როდესაც მივდივართ და მიცვალებულებს ვულოცავთ ქრისტიანების მთავარ დღესასწაულს, უფლის აღდგომას. ყველა სასაფლაოზე იკურთხება საფლავები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა, როგორც თბილისში, ასევე ეპარქიებში და ძალიან დიდი ნუგეშია მიცვალებულთა სულებისა და მათი ახლობლებისთვის“, - აღნიშნა დეკანოზმა გიორგი ბერაძემ.
მისი თქმით, მიცვალებულთა ხსენება არის თომას სამშაბათს, ანუ ერთი კვირის შემდეგ, თუმცა რაკი არსებობდა ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ეს ტრადიცია, პატრიარქმა დატოვა ეს ორშაბათი, აღდგომიდან მეორე დღე.
ეს ტრადიცია სსრკ-ს პერიოდში გაჩნდა, როდესაც რწმენა სასტიკად იდევნებოდა, ეკლესიებში სიარული კი იზღუდებოდა. ბევრ მორწმუნეს ეშინოდა ტაძარში მისვლა, განსაკუთრებით 30-იან წლებში, რადგან მათ რეპრესიები და სასჯელი ელოდათ.
და ხალხმა მოიფიქრა გამოსავალი - აღდგომის აღნიშვნა ტაძრების ნაცვლად დაიწყეს სასაფლაოებზე, სადაც იკრიბებოდნენ, ლოცულობდნენ, ქეიბოდნენ.
ამგვარად სასაფლაოების მონახულებით ხალხი მართლმადიდებლურ ტრადიციებსაც იცავდა და გვერდს უვლიდა ოფიციალური შეზღუდვებს.
ამით განსხვავდება საქართველო სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან, სადაც ხსენების დღეები არ ემთხვევა აღდგომას. ეს იძულებითი გამოსავალი იქცა ტრადიციად, რომელიც სსრკ-ის დაშლის შემდეგაც შენარჩუნდა, თუმცა მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომა დღეს სასაფლაოების მონახულებას მაინცდამაინც არ ამართლებს.
ყველა ახალი ამბავი
0