https://sputnik-georgia.com/20260411/wminda-cexls-ierusalimidan-saqartvelosi-specialuri-delegacia-camoabrzanebs-298056883.html
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში სპეციალური დელეგაცია ჩამოაბრძანებს
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში სპეციალური დელეგაცია ჩამოაბრძანებს
Sputnik საქართველო
ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. 11.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-11T14:52+0400
2026-04-11T14:52+0400
2026-04-11T14:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
რელიგია
აღდგომა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23143/39/231433908_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_13a78bdc7cdbbf58a4f5a90843f67305.jpg
თბილისი, 11 აპრილი - Sputnik.წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან, მაცხოვრის საფლავის ტაძრიდან საქართველოში ღამით სპეციალური დელეგაცია ჩამოაბრძანებს.იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის საფლავის ეკლესია, სადაც ყოველწლიურად, აღდგომის წინა დღეს, წმინდა ცეცხლი გადმოდის, იმ ადგილას არის აშენებული, სადაც ჯვარს აცვეს, დაკრძალეს და აღსდგა იესო ქრისტე.ათ საუკუნეზე მეტი ხანი წმინდა ცეცხლი კუბუკლიაში აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს გადმოდის. ის მაცხოვრის აღდგომის ხელთუქმნელი ნათელის სიმბოლოს წარმოადგენს.წელს არსებული შეზღუდვების გამო დელეგაციის შემადგენლობაში არიან მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ტრადიციულად დაესწრებიან წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას და ისინი თავად ჩამოიტანენ მას საქართველოში.ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.ცეცხლი ლიტანიობის დროს ინთება — განსაკუთრებული ლოცვის, რომელსაც იერუსალიმის პატრიარქი აღავლენს. პატრიარქი სამჯერ შემოუვლის ეკლესიის ცენტრში მდებარე კუბუკლიის გარშემო. შემდეგ ის შედის ქრისტეს საფლავზე მდებარე სამლოცველოში, სადაც ცეცხლის გადმოსვლისთვის ლოცულობს.მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული — მაცხოვრის საფლავის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველწლიურად მართლმადიდებლური აღდგომის წინ, დიდ შაბათს ხდება. იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი 1995 წლიდან ჩამოაქვთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23143/39/231433908_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_aa216fe2c4542d7f64dbc0e469d7cc6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, აღდგომა
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, აღდგომა
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში სპეციალური დელეგაცია ჩამოაბრძანებს
ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
თბილისი, 11 აპრილი - Sputnik.წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან, მაცხოვრის საფლავის ტაძრიდან საქართველოში ღამით სპეციალური დელეგაცია ჩამოაბრძანებს.
იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის საფლავის ეკლესია, სადაც ყოველწლიურად, აღდგომის წინა დღეს, წმინდა ცეცხლი გადმოდის, იმ ადგილას არის აშენებული, სადაც ჯვარს აცვეს, დაკრძალეს და აღსდგა იესო ქრისტე.
ათ საუკუნეზე მეტი ხანი წმინდა ცეცხლი კუბუკლიაში აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს გადმოდის. ის მაცხოვრის აღდგომის ხელთუქმნელი ნათელის სიმბოლოს წარმოადგენს.
წელს არსებული შეზღუდვების გამო დელეგაციის შემადგენლობაში არიან მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ტრადიციულად დაესწრებიან წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას და ისინი თავად ჩამოიტანენ მას საქართველოში.
ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
ცეცხლი ლიტანიობის დროს ინთება — განსაკუთრებული ლოცვის, რომელსაც იერუსალიმის პატრიარქი აღავლენს. პატრიარქი სამჯერ შემოუვლის ეკლესიის ცენტრში მდებარე კუბუკლიის გარშემო. შემდეგ ის შედის ქრისტეს საფლავზე მდებარე სამლოცველოში, სადაც ცეცხლის გადმოსვლისთვის ლოცულობს.
მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული — მაცხოვრის საფლავის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველწლიურად მართლმადიდებლური აღდგომის წინ, დიდ შაბათს ხდება. იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი 1995 წლიდან ჩამოაქვთ.