წმინდა ცეცხლი საქართველოში ჩამოიტანეს

© photo: Sputnik / Stringerწმინდა ცეცხლი საქართველოში ჩამოიტანეს
წმინდა ცეცხლი საქართველოში ჩამოიტანეს - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2026
გამოწერა
წელს იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი 15:14 საათზე გადმოვიდა.
თბილისის, 11 აპრილი - Sputnik. საქართველოში ისრაელიდან „ჯორჯიან ეარვეისის“ რეგულარული რეისით წმიდა ცეცხლი ჩამოაბრძანეს, იუწყება „პირველი არხი“.
წმინდა ცეცხლს თბილისის აეროპორტში მორწმუნეები და სასულიერო პირები დახვდნენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფრინავი, რომლითაც წმინდა ცეცხლი ჩამოაბრძანეს, 23:40 საათზე დაეშვა.
წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
ამის შეწმდეგ ცეცხლს მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაანაწილებენ ტაძრებში, სადაც ამ წუთებში სააღდგომო წირვა მიმდინარეობს.
ღვთიური ცეცხლი ქრისტეს ნათელი აღდგომის სიმბოლოა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ პეტრე მოციქული ამბობდა და მორწმუნეთათვის წმინდათა წმინდაა. მართლმადიდებლური აღდგომის წინ მართლმადიდებელი პატრიარქის, სამღვდელოებისა და ათასობით მორწმუნეს ლოცვის შემდეგ ცეცხლის გარდამოსვლას „ღვთიური ცეცხლის სასწაულებრივ გარდამოსვლას“ უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგულარულად ხდება.
წელს იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი 15:14 საათზე გადმოვიდა.
ყველა ახალი ამბავი
0