საქართველოს რამდენი მოქალაქე არის „შავ სიაში“ - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2026
გამოწერა
მოვალეთა უმრავლესობა ვერ ფარავს სესხს, რომელიც აქვს აღებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, სალიზინგო კომპანიებსა და ფიზიკური პირებისგან.
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში საკრედიტო ვალდებულებების ვადაგადაცილების გამო 372.477 მოქალაქე „შავ სიაში“ აღმოჩნდა, იუწყება პორტალი Mycreditinfo.
საფინანსო სექტორი „შავ სიას“ განმარტავს როგორც იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებმაც კრედიტის გადახდა 30 დღიდან სამ წლამდე ვადით გადააცილეს.
მოვალეთა უმრავლესობა ვერ ფარავს სესხს, რომელიც აქვს აღებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, სალიზინგო კომპანიებსა და ფიზიკური პირებისგან. მხოლოდ 26%-ს აქვს ბანკის დავალიანება.
„შავ სიაში“ მყოფთა დავალიანება 2,9 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 2 მილიარდი ბანკების ვალია.
მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით საკრედიტო ვალდებულებების ჯამური ოდენობა 77,24 მლრდ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 2,31%-ით მეტია 2026 წლის თებერვლის მონაცემებზე.
საკრედიტო ვალდებულებები 1 აპრილისთვის 1,9 მილიონ ადამიანს გააჩნდა.
ყველა ახალი ამბავი
0