https://sputnik-georgia.com/20260411/saqartvelos-delegacia-ungretsi-saparlamento-arcevnebs-daakvirdeba-298058272.html
საქართველოს დელეგაცია უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
საქართველოს დელეგაცია უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
Sputnik საქართველო
უნგრეთში ახალი მოწვევის სახელმწიფო კრებას აირჩევენ - 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება. 11.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-11T17:12+0400
2026-04-11T17:12+0400
2026-04-11T17:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
უნგრეთი
საქართველოს პარლამენტი
ეუთო/ოდირი
საქართველო - ეუთო
ეუთო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1e/295151175_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_ce1c47bf5ca37773bda3b1b82b710d7e.jpg
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ქართველი დეპუტატები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ფარგლებში უნგრეთში დააკვირდებიან საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც 12 აპრილს გაიმართება.უნგრეთის მხარის მიწვევით ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და პროცედურულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.მისი თქმით, სადამკვირვებლო მისიას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ეუთო/ოდირისგან მოესმინა უნგრეთში არსებული მდგომარეობა, გრძელვადიანი დაკვირვების შედეგები. ხვალ კი ეუთოს მისია ბუდაპეშტში და უნგრეთის რეგიონებში უშუალოდ კენჭისყრის პროცესს დააკვირდება.უნგრეთში 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი მოწვევის სახელმწიფო კრების ასარჩევად 12 აპრილს გაიმართება. შედეგები განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ხელისუფლებაში 2010 წელს მოვიდა, მეხუთე ვადით თანამდებობის შენარჩუნებას.არჩევნებში მთავარი ბრძოლა ორბანის პარტია „ფიდესის“ და პეტერ მადიარის პარტია „ტიზას“ შორის წარიმართება.საქართველო და უნგრეთისაქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მოვიდა.უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1e/295151175_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_31fb629f809405d872edb2c719f2e0a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი, საქართველოს პარლამენტი, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო
ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი, საქართველოს პარლამენტი, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო
საქართველოს დელეგაცია უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
უნგრეთში ახალი მოწვევის სახელმწიფო კრებას აირჩევენ - 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ქართველი დეპუტატები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ფარგლებში უნგრეთში დააკვირდებიან საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც 12 აპრილს გაიმართება.
უნგრეთის მხარის მიწვევით ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და პროცედურულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში ვემზადებით ხვალ უნგრეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად“, - განუცხადა ჟურნალისტებს მახაშვილმა.
მისი თქმით, სადამკვირვებლო მისიას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ეუთო/ოდირისგან მოესმინა უნგრეთში არსებული მდგომარეობა, გრძელვადიანი დაკვირვების შედეგები. ხვალ კი ეუთოს მისია ბუდაპეშტში და უნგრეთის რეგიონებში უშუალოდ კენჭისყრის პროცესს დააკვირდება.
უნგრეთში 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი მოწვევის სახელმწიფო კრების ასარჩევად 12 აპრილს გაიმართება. შედეგები განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ხელისუფლებაში 2010 წელს მოვიდა, მეხუთე ვადით თანამდებობის შენარჩუნებას.
არჩევნებში მთავარი ბრძოლა ორბანის პარტია „ფიდესის“ და პეტერ მადიარის პარტია „ტიზას“ შორის წარიმართება.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მოვიდა.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.