მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

© photo: Sputnik / Andrew the First-Called Foundation / გადასვლა მედიაბანკშიწმინდა ცეცხლის გადმოსვლა
წმინდა ცეცხლის გადმოსვლა - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2026
გამოწერა
წმინდა ცეცხლი გარდამოსვლის შემდეგ მომლოცველებს სხვადასხვა ქვეყნებში მიაქვთ
თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. პირდაპირი ტრანსლაცია „პირველ არხს“ მიჰყავდა.
წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15:14 საათზე გადმოვიდა.
მანამდე იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილოს მესამემ საგანგებო ლოცვები შეასრულა, გარდამოსვლის შემდეგ კი ცეცხლი მაცხოვრის საფლავიდან გამოიტანა.
ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გათვალისწინებით, ისრაელის პოლიციამ მოხსნა იერუსალიმში წმინდა ადგილების მონახულების შეზღუდვები, რამაც ცერემონიის სრულად ჩატარების საშუალება მისცა. იერუსალიმში სამი მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილები სარაკეტო თავდასხმების გამო ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო მომლოცველებისთვის, რადგან იერუსალიმის ძველ ქალაქს არ არის აღჭურვილი საზოგადოებრივი თავშესაფრებით.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არის ქართული დელეგაციაც, რომელიც წმინდა ცეცხლს საქართველოში ჩამოაბრძანებს. წელს არსებული შეზღუდვების გამო დელეგაციის შემადგენლობაში არიან მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ტრადიციულად ესწრებიან წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას.
ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
ცეცხლი ტაძრებში სააღდგომო ლიტურგიაზე გავრცელდება, საიდანაც მრევლი მის შინ წაღებას შეძლებს.
გადმოცემით, ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
ცეცხლი ლიტანიობის დროს ინთება — განსაკუთრებული ლოცვის, რომელსაც იერუსალიმის პატრიარქი აღავლენს. პატრიარქი სამჯერ შემოუვლის ეკლესიის ცენტრში მდებარე კუბუკლიის გარშემო. შემდეგ ის შედის ქრისტეს საფლავზე მდებარე სამლოცველოში, სადაც ცეცხლის გადმოსვლისთვის ლოცულობს.
მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული — მაცხოვრის საფლავის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველწლიურად მართლმადიდებლური აღდგომის წინ, დიდ შაბათს ხდება. იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი 1995 წლიდან ჩამოაქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0