თოვისა და ქარბუქის გამო საქართველოს გზებზე მოძრაობა შეიზღუდა

© photo: Roads Department of Georgia / FBლარსის გზა
ლარსის გზა - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2026
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი.
თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე აკრძალვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში
თოვის გამო, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაქერალას უღელტეხილზეც (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-60-ე კმ მონაკვეთი). გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
ყველა ახალი ამბავი
0