საპენსიო აქტივები საქართველოში: მარტის სტატისტიკა

© Sputnik / Alexander Imedashviliლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2026
გამოწერა
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,7 მლნ ადამიანს აჭარბებს, მათზე გაცემულმა თანხამ 145,5 მლნ ლარი შეადგინა.
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ 2026 წლის მარტის ბოლოსთვის 8,8 მილიარდი ლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს საპენსიო ფონდი.
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მლნ 720 ათასი ადამიანია ჩართული. აქედან დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 30,1 ათასმა პირმა, მათზე გაცემულმა თანხამ 145,5 მლნ ლარი შეადგინა.
ფონდის ინფორმაციით, 2026 წლის მარტში აქტივების მთლიანმა შემოსავლიანობამ 2მ4 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამ პერიოდში ლიდერობას დინამიური პორტფელი ინარჩუნებს.
2023 წლის 6 აგვისტოდან 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) ასე გამოიყურება:
დინამიური პორტფელი – 9,2%;
დაბალანსებული პორტფელი – 8,3%;
კონსერვატიული პორტფელი – 7,6%.
პორტფელებს შორის ძირითადი განსხვავება გლობალური აქციების პროპორციებშია. მარტის ბოლოსთვის აქციების წილი დინამიურ პორტფელში შეადგენდა 52,9%-ს, დაბალანსებულში - 36%-ს, კონსერვატიულში - 17,6%-ს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და სავალდებულო ხასიათისაა.
მოქმედი სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0