ქართველი წყალბურთელები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში არიან

© photo: courtesy of Jako.fmქართველი წყალბურთელები
ქართველი წყალბურთელები - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2026
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 19:12 დაამარცხა
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალური მატჩში თურქეთთან 19:12 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.
მეოთხედფინალში ქართველების მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.
პირველ მეოთხედში 2-4 წაგების შემდეგ, ქართველმა წყალბურთელებმა დარჩენილ სამ მეოთხედში ძლიერი თამაში აჩვენეს – 5-3, 5-2 და 7-3. საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი დუშან ვასიჩი აღმოჩნდა - მან ოთხი გოლი გაიტანა.
საქართველომ პირველი საკვალიფიკაციო მატჩი თურქეთთან 16-17 წააგო, თუმცა შემდეგ ბრაზილია 17-15 და სლოვენია 24-7 დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მატჩები მალტაში 7-13 აპრილის პერიოდში ტარდება.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 24-დან 16 გუნდი ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს, ხოლო ორი საუკეთესო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. ტურნირი ავსტრალიაში 22-26 ივლისის პერიოდში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0