პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა: დაკავებულია ქართველი დედა, მამა კი იძებნება

© AP Photo / Czarek Sokolowskiპოლონეთის პოლიცია
პოლონეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2026
გამოწერა
5 თვის ბიჭი საავადმყოფოში თავის ქალის მოტეხილობითა და მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევით შეიყვანეს.
თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს - მომხდართან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული, იუწყება ტელეკომპანია "პირველი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ბავშვის დედა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და ასევე მოლდოვის მოქალაქე ორი მამაკაცი. იძებნება ბავშვის მამა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 5 თვის ბიჭი საავადმყოფოში აპრილის დასაწყისში დედამ თავის ქალის მოტეხილობითა და მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევით შეიყვანა, რაც სავარაუდოდ, ცემის კვალზე მიანიშნებდა. ბავშვს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ის 8 აპრილს გარდაიცვალა.
ექიმების თქმით, ეს დაზიანებები შესაძლოა ერთი დაცემის შედეგი არ იყოს და სულ მცირე, რამდენიმე დღის განმავლობაში მესამე მხარის ქმედებებისგან იყო გამოწვეული. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის თანახმად, დაზიანებები, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო "ჩვილის ძლიერი რხევით, თავის მყარ საგნებზე დარტყმით ან იატაკზე დაცემით".
პოლონური მედიის ინფორმაციით, ბავშვის დედა მომხდარის დროს მოლდოვაში სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად იმყოფებოდა. ბავშვი კი მან ნაქირავებ ბინაში მამასთან და მის ორ ნაცნობთან დატოვა.
დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად და წინასწარი შეთანხმებით, ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების მიუხედავად, მისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუხლით.
ყველა ახალი ამბავი
0