https://sputnik-georgia.com/20260410/msvidoba-tu-krizisi-xalxis-zalasi-qveynis-politikuri-kursi-seafases-298046862.html
მშვიდობა თუ კრიზისი? „ხალხის ძალაში“ ქვეყნის პოლიტიკური კურსი შეაფასეს
მშვიდობა თუ კრიზისი? „ხალხის ძალაში“ ქვეყნის პოლიტიკური კურსი შეაფასეს
Sputnik საქართველო
სტაბილურობა ერთადერთი რესურსია, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს რეგიონული ლიდერის და აზიასა და ევროპას შორის საკვანძო სატრანზიტო ჰაბის როლი. 10.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-10T19:21+0400
2026-04-10T19:21+0400
2026-04-10T19:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0a/298043404_0:9:678:390_1920x0_80_0_0_179f87c5f5c36b65be8f9137093d8a69.jpg
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. მშვიდობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მისი სატრანზიტო პოტენციალის ეფექტური გამოყენების გასაღებია. ცხადია, რომ ქვეყანა ამ პოლიტიკით სწორი მიმართულებით ვითარდება, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ.მან განაცხადა, რომ მხოლოდ სტაბილურობის გზით შეუძლია ქვეყანას შეინარჩუნოს რეგიონული ლიდერის როლი და განავითაროს სატრანსპორტო შესაძლებლობები შუა დერეფნის ფარგლებში.მისი თქმით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა სახეზეა. კერძოდ, მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტურიზმის მაჩვენებელმა მოიმატა 4,4 მილიარდიდან 2024 წელს 4,7 მილიარდამდე 2025 წელს, ინვესტიციები იზრდება, ქვეყნის ეკონომიკა 100 მილიარდამდე გაიზარდა. ასევე მან ახალი სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელა.„იმას კი არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურად არის, მე ვამბობ, რომ ამ ურთულეს პერიოდში, აი ასეთი პოლიტიკით, არათუ მშვიდობა შევინარჩუნეთ და ომი ავიცილეთ, არამედ ყველა მიმართულებით შევძელით, რომ არის უკეთესი ვიდრე იყო გუშინ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.ხუნდაძე ასევე შეეხო სანქციების პოლიტიკას და განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდველ ზომებში საქართველოს მონაწილეობა ხელშესახებ შედეგებს ვერ გამოიღებდა. მან გააკრიტიკა ოპოზიციის ინიციატივები სოციალური ხარჯების გაფართოების შესახებ და აღნიშნა, რომ კრიზისის ფონზე მათი განხორციელება რთულია.მან განაცხადა, რომ ოპოზიციის ქმედებები დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული და ის გარე დაკვეთებს ასრულებს. მან მთავრობის ოპონენტები იარლიყების გამოყენებასა და პროცესების პოლიტიზირებაში დაადანაშაულა.დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის, 9 აპრილის მემორიალთან ვიზიტზე და განაცხადა, რომ მისი ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მან აღნიშნა, რომ გარე გავლენისა და საპროტესტო მოძრაობების მხარდაჭერის მსგავსი მაგალითები ადრეც დაფიქსირებულა სხვა ქვეყნებში.ამ მხრივ, მან ევროპაში განვითარებული მოვლენები ახსენა და განაცხადა, რომ მისი აზრით, „ფსევდოლიბერალური“ ძალების გავლენა მცირდება, ხოლო პოლიტიკური ცვლილებებისადმი საზოგადოების დაკვეთა იზრდება.„მართალია მსოფლიო არაპროგნოზირებადია, მაგრამ აშკარად ჩანს ტენდენცია, რომ საზოგადოებას, არამხოლოდ საქართველოში, არამედ თავად ევროპაშიც უკვე ყელში ამოუვიდა ფსევდო ღირებულებები და ხედავთ, რომ ცვლილებები არის არამხოლოდ ერთ რომელიმე ლოკაციაზე, არამედ მთლიანად ევროპა მოიცვა ასეთი ცვლილების ჟინმა და სურვილმა,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0a/298043404_57:0:660:452_1920x0_80_0_0_c9bd8278548ad93b905b7d8b894018ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
მშვიდობა თუ კრიზისი? „ხალხის ძალაში“ ქვეყნის პოლიტიკური კურსი შეაფასეს
სტაბილურობა ერთადერთი რესურსია, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს რეგიონული ლიდერის და აზიასა და ევროპას შორის საკვანძო სატრანზიტო ჰაბის როლი.
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. მშვიდობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მისი სატრანზიტო პოტენციალის ეფექტური გამოყენების გასაღებია. ცხადია, რომ ქვეყანა ამ პოლიტიკით სწორი მიმართულებით ვითარდება, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მან განაცხადა, რომ მხოლოდ სტაბილურობის გზით შეუძლია ქვეყანას შეინარჩუნოს რეგიონული ლიდერის როლი და განავითაროს სატრანსპორტო შესაძლებლობები შუა დერეფნის ფარგლებში.
„განვითარება და ომი - ეს ორი რამ შეუთავსებელია. საქართველო თავისი იმპროვიზაციული პოლიტიკით, ფაქტია, რომ სწორად მიდის“, - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა სახეზეა. კერძოდ, მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტურიზმის მაჩვენებელმა მოიმატა 4,4 მილიარდიდან 2024 წელს 4,7 მილიარდამდე 2025 წელს, ინვესტიციები იზრდება, ქვეყნის ეკონომიკა 100 მილიარდამდე გაიზარდა. ასევე მან ახალი სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელა.
„იმას კი არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურად არის, მე ვამბობ, რომ ამ ურთულეს პერიოდში, აი ასეთი პოლიტიკით, არათუ მშვიდობა შევინარჩუნეთ და ომი ავიცილეთ, არამედ ყველა მიმართულებით შევძელით, რომ არის უკეთესი ვიდრე იყო გუშინ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძე ასევე შეეხო სანქციების პოლიტიკას და განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდველ ზომებში საქართველოს მონაწილეობა ხელშესახებ შედეგებს ვერ გამოიღებდა. მან გააკრიტიკა ოპოზიციის ინიციატივები სოციალური ხარჯების გაფართოების შესახებ და აღნიშნა, რომ კრიზისის ფონზე მათი განხორციელება რთულია.
მან განაცხადა, რომ ოპოზიციის ქმედებები დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული და ის გარე დაკვეთებს ასრულებს. მან მთავრობის ოპონენტები იარლიყების გამოყენებასა და პროცესების პოლიტიზირებაში დაადანაშაულა.
„ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია რა მიზანი ამოძრავებთ რადიკალებს - სურთ ქვეყანა გახადონ მორჩილი და ასრულებენ გარე დაკვეთებს... უკვე გაცვეთილია იარლიყი - რუსეთუმეობა, რომელმაც არ გაჭრა და შემდეგ ირანიზაციაზე გააკეთეს აქცენტი, თითქოს საქართველო ირანს უჭერდა მხარს. მოკლედ, იარლიყების კორიანტელია, მიზანი კი ერთი“, - განაცხადა მან.
დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის, 9 აპრილის მემორიალთან ვიზიტზე და განაცხადა, რომ მისი ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მან აღნიშნა, რომ გარე გავლენისა და საპროტესტო მოძრაობების მხარდაჭერის მსგავსი მაგალითები ადრეც დაფიქსირებულა სხვა ქვეყნებში.
ამ მხრივ, მან ევროპაში განვითარებული მოვლენები ახსენა და განაცხადა, რომ მისი აზრით, „ფსევდოლიბერალური“ ძალების გავლენა მცირდება, ხოლო პოლიტიკური ცვლილებებისადმი საზოგადოების დაკვეთა იზრდება.
„მართალია მსოფლიო არაპროგნოზირებადია, მაგრამ აშკარად ჩანს ტენდენცია, რომ საზოგადოებას, არამხოლოდ საქართველოში, არამედ თავად ევროპაშიც უკვე ყელში ამოუვიდა ფსევდო ღირებულებები და ხედავთ, რომ ცვლილებები არის არამხოლოდ ერთ რომელიმე ლოკაციაზე, არამედ მთლიანად ევროპა მოიცვა ასეთი ცვლილების ჟინმა და სურვილმა,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.