გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიანთებული სანთელი
ანთებული სანთელი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2026
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალს 14 აპრილს დაკრძალავენ.
თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. ქართული ესტრადის ცნობილი მომღერალი გოჩა ლორია 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახი ავრცელებს.
გოჩა ლორიას კარიერა 1965 წელს ანსამბლ "რეროში" დაიწყო. შემდეგ იყო რობერტ ბარძიმაშვილის მიერ დაარსებულ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის, "75"-ის სოლისტი. ანსამბლში მან არაერთი სიმღერა შეასრულა - "ჩურჩულები", "დრო სათაყვანო" და სხვ.
80-იან წლებში გოჩა ლორია ანსამბლ "ივერიაში" მიიწვია კომპოზიტორმა ალექსანდრე ბასილაიამ და მიუზიკლ "ჩხიკვთა ქორწილში" ერთ-ერთი მთავარი – ყვავის როლი შესთავაზა. მიუზიკლი გოჩა ლორიამ სამი წლის განმავლობაში 1.500-ჯერ შეასრულა.
გოჩა ლორიას 14 აპრილს დაკრძალავენ.
ყველა ახალი ამბავი
0