https://sputnik-georgia.com/20260410/aramxolod-ungretis-problemaa-maxasvili-ucxouri-carevis-sesaxeb-298053373.html
არამხოლოდ უნგრეთის პრობლემაა - მახაშვილი უცხოური ჩარევის შესახებ
არამხოლოდ უნგრეთის პრობლემაა - მახაშვილი უცხოური ჩარევის შესახებ
Sputnik საქართველო
ქართული დელეგაცია უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება 10.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-10T22:41+0400
2026-04-10T22:41+0400
2026-04-11T01:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
უნგრეთი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1e/295151153_0:553:880:1048_1920x0_80_0_0_e0f58c651937b9ea3a07ce113641842f.jpg
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. უცხოური ჩარევა სერიოზულ პრობლემად იქცა ყველა არჩევნებში, არა მხოლოდ საქართველოსა და უნგრეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.მახაშვილი უნგრეთში 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში იმყოფება. ქართველი პარლამენტარები არჩევნებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დააკვირდებიან. საპარლამენტო დელეგაციის კიდევ ერთი ჯგუფი ბუდაპეშტში სადამკვირვებლო მისიით უნგრული მხარის მოწვევით იმყოფება.მისი თქმით, ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაკვირვება, არამედ სამომავლოდაც ყველა სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნაბიჯების გადადგმა, საარჩევნო პროცესების იმგვარად დაცვა, რომ საგარეო ჩარევა - არჩევნების ძალიან პრობლემური კომპონენტი დღეს, აღარ იყოს პრობლემა.მახაშვილის თქმით, უნგრეთში გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომლებიც ბევრი ქვეყნის ბედს განსაზღვრავს.„იმართება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ უნგრეთის ბედს, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის და ზოგადად მსოფლიო ბედს. არჩევნებამდე ეუთო-ს საპარლამენტოს ასამბლეის დამკვირვებლებისთვის იმართება სპეციალური შეხვედრები, მათ შორის, კანდიდატებთან, წარმომადგენლებთან, ვეცნობით მათ ხედვებს“, - განაცხადა მახაშვილმა.საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა ქვეყნის შიდა საქმეებში ბრიუსელის ჩარევის შესახებ, რამაც უარყოფითად იმოქმედა საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე ევროკავშირთან.უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ადრე განაცხადა, რომ ბრიუსელმა და კიევმა მოილაპარაკეს და უნგრეთში მთავრობის შეცვლას გეგმავენ.გარკვეული დროის წინ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ბუდაპეშტში განაცხადა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატები ორბანის მიმართ პირადი მტრობის გამო უნგრეთის ეკონომიკის განადგურებას აპირებენ. ვენსმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ბრიუსელის ჩარევის მცდელობებს სამარცხვინოდ მიიჩნევს და არ აპირებს უნგრელ ხალხს მიუთითოს, ვის მისცენ ხმა.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1e/295151153_0:471:880:1131_1920x0_80_0_0_d8f5d367423a4c040173f1fc3dde28c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება
არამხოლოდ უნგრეთის პრობლემაა - მახაშვილი უცხოური ჩარევის შესახებ
22:41 10.04.2026 (განახლებულია: 01:41 11.04.2026) ქართული დელეგაცია უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. უცხოური ჩარევა სერიოზულ პრობლემად იქცა ყველა არჩევნებში, არა მხოლოდ საქართველოსა და უნგრეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მახაშვილი უნგრეთში 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში იმყოფება. ქართველი პარლამენტარები არჩევნებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დააკვირდებიან. საპარლამენტო დელეგაციის კიდევ ერთი ჯგუფი ბუდაპეშტში სადამკვირვებლო მისიით უნგრული მხარის მოწვევით იმყოფება.
„საგარეო ჩარევა მნიშვნელოვანი საკითხია. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ უნგრეთისთვის დამახასიათებელი. ძალიან მკაფიოდ და მკვეთრად სწორედ საქართველოს არჩევნებით დაიწყო ამის გამოკვეთა და დღეს ფაქტობრივად, ყველა არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად არის ქცეული“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაკვირვება, არამედ სამომავლოდაც ყველა სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნაბიჯების გადადგმა, საარჩევნო პროცესების იმგვარად დაცვა, რომ საგარეო ჩარევა - არჩევნების ძალიან პრობლემური კომპონენტი დღეს, აღარ იყოს პრობლემა.
მახაშვილის თქმით, უნგრეთში გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომლებიც ბევრი ქვეყნის ბედს განსაზღვრავს.
„იმართება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ უნგრეთის ბედს, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის და ზოგადად მსოფლიო ბედს. არჩევნებამდე ეუთო-ს საპარლამენტოს ასამბლეის დამკვირვებლებისთვის იმართება სპეციალური შეხვედრები, მათ შორის, კანდიდატებთან, წარმომადგენლებთან, ვეცნობით მათ ხედვებს“, - განაცხადა მახაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა ქვეყნის შიდა საქმეებში ბრიუსელის ჩარევის შესახებ, რამაც უარყოფითად იმოქმედა საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე ევროკავშირთან.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ადრე განაცხადა, რომ ბრიუსელმა და კიევმა მოილაპარაკეს და უნგრეთში მთავრობის შეცვლას გეგმავენ.
გარკვეული დროის წინ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ბუდაპეშტში განაცხადა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატები ორბანის მიმართ პირადი მტრობის გამო უნგრეთის ეკონომიკის განადგურებას აპირებენ. ვენსმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ბრიუსელის ჩარევის მცდელობებს სამარცხვინოდ მიიჩნევს და არ აპირებს უნგრელ ხალხს მიუთითოს, ვის მისცენ ხმა.