წყალბურთი: საქართველომ სლოვენია დაამარცხა

© Aquatic Sports Federationქართველი წყალბურთელები
ქართველი წყალბურთელები - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2026
გამოწერა
საქართველოს ნაკრების მეტოქე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გამოვლინდება.
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი სლოვენიასთან ჩაატარა და ანგარიშით 24-7 გაიმარჯვა.
სამი გამარჯვებით საქართველო 1/16-ში გავიდა.
საქართველოს ნაკრების მეტოქე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გამოვლინდება.
საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ოთხივე მეოთხედი მოიგო - 6-1, 6-4, 6-1, 6-1. ყველაზე შედეგიანი იყო ხვიჩა ჯახაია - ექვსი გოლი.
პირველ მატჩში საქართველო თურქეთთან 16:17 დამარცხდა, მაგრამ შემდეგ ბრაზილია 17-15 დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მატჩები მალტაში 7-13 აპრილის პერიოდში ტარდება.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 24-დან 16 გუნდი ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს, ხოლო ორი საუკეთესო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. ტურნირი ავსტრალიაში 22-26 ივლისის პერიოდში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0