ვითარება საქართველოს გზებზე: ბოლო ცნობები

© Courtesy of Roads Department of Georgiaთოვლი გზაზე
თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2026
გამოწერა
საავტომობილო გზებზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ნაქრალას უღელტეხილზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-60-ე კმ მონაკვეთი) აღდგა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ასევე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე.
რაც შეეხება შეზღუდვებს, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, კვლავ აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზე.
ასევე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე.
ყველა ახალი ამბავი
0