https://sputnik-georgia.com/20260409/udidesi-tkivilisa-da-didi-gamarjvebis-dre-mixeil-yavelasvili-9-aprilis-sesaxeb-298024351.html
უდიდესი ტკივილისა და დიდი გამარჯვების დღე - მიხეილ ყაველაშვილი 9 აპრილის შესახებ
უდიდესი ტკივილისა და დიდი გამარჯვების დღე - მიხეილ ყაველაშვილი 9 აპრილის შესახებ
Sputnik საქართველო
1989 წლის 9 აპრილის ღამე იქცა ეროვნული ერთიანობისა და შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლოდ, რომელმაც განაპირობა ის, რომ 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ... 09.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-09T10:52+0400
2026-04-09T10:52+0400
2026-04-09T10:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
ფაქტები ისტორიიდან
საქართველოს ისტორიიდან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1e/295598752_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_5e9ef75c27735114c4ba0b65d63e044a.jpg
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია - ერთდროულად უდიდესი ტკივილისა და დიდი გამარჯვების დღე, რომელიც ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე კი წარუშლელი კვალი დატოვა, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.დღეს საქართველოში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ. საქართველოში 9 აპრილი აღინიშნება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე და ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო ჰარმონიისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე. ისტორიული დღიდან 37 წელი გავიდა.მისი თქმით, 9 აპრილის ღამე იქცა ეროვნული ერთიანობისა და შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლოდ, რომელმაც განაპირობა ის, რომ 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა.„9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს, ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.37 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ყველაზე უმცროსი კი 15 წლის გოგონა, ეკა ბეჟანიშვილი იყო.1991 წლის 9 აპრილს კი, 2 წლის წინ საბჭოთა არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.საქართველოში 9 აპრილი უქმე დღეა. დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ამ დღეს თბილისელები, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის კიბეებთან ტიტებით მიაქვთ. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში პანაშვიდი აღევლინება. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები თბილისში, პარლამენტის შენობასთან 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.37 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1e/295598752_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_1fb67eb9473b604b5ee894a1614f8240.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ფაქტები ისტორიიდან , საქართველოს ისტორიიდან
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ფაქტები ისტორიიდან , საქართველოს ისტორიიდან
უდიდესი ტკივილისა და დიდი გამარჯვების დღე - მიხეილ ყაველაშვილი 9 აპრილის შესახებ
1989 წლის 9 აპრილის ღამე იქცა ეროვნული ერთიანობისა და შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლოდ, რომელმაც განაპირობა ის, რომ 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა, აღნიშნა პრეზიდენტმა
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია - ერთდროულად უდიდესი ტკივილისა და დიდი გამარჯვების დღე, რომელიც ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე კი წარუშლელი კვალი დატოვა, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
დღეს საქართველოში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ. საქართველოში 9 აპრილი აღინიშნება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე და ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო ჰარმონიისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე. ისტორიული დღიდან 37 წელი გავიდა.
„რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა და ქართველი ხალხის თავგანწირვამ მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება სიცოცხლეზე მაღლა დგას! ამ ღამით განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმაც კი ვერ ჩაახშო ქართველი ერის ხმა, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა!“ - დაწერა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, 9 აპრილის ღამე იქცა ეროვნული ერთიანობისა და შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლოდ, რომელმაც განაპირობა ის, რომ 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა.
„9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს, ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
37 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ყველაზე უმცროსი კი 15 წლის გოგონა, ეკა ბეჟანიშვილი იყო.
1991 წლის 9 აპრილს კი, 2 წლის წინ საბჭოთა არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საქართველოში 9 აპრილი უქმე დღეა. დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ამ დღეს თბილისელები, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის კიბეებთან ტიტებით მიაქვთ. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში პანაშვიდი აღევლინება. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები თბილისში, პარლამენტის შენობასთან 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.
37 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.