https://sputnik-georgia.com/20260409/tovisa-da-qarbuqis-gamo-saqartvelos-gzebze-mozraoba-seizruda-298025742.html
თოვისა და ქარბუქის გამო საქართველოს გზებზე მოძრაობა შეიზღუდა
თოვისა და ქარბუქის გამო საქართველოს გზებზე მოძრაობა შეიზღუდა
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. 09.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-09T12:31+0400
2026-04-09T12:31+0400
2026-04-09T12:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/07/297008726_0:97:1040:682_1920x0_80_0_0_50adda932e9fed6a09386872cb2d301c.jpg
თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე აკრძალვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე (საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 93-107-ე კმ) დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინტენსიური თოვის გამო, აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზეც (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-146-ე კმ) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაქერალას უღელტეხილზეც (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-60-ე კმ მონაკვეთი). გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ასევე, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ლიპყინული) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზეც ( შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ მონაკვეთი). ამავე საავტომობილო გზის 110-146-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/07/297008726_0:0:1040:780_1920x0_80_0_0_021bc0b2d989ac79ed02292dd6c663f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
თოვისა და ქარბუქის გამო საქართველოს გზებზე მოძრაობა შეიზღუდა
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი.
თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე აკრძალვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე (საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 93-107-ე კმ) დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური თოვის გამო, აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზეც (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-146-ე კმ) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაქერალას უღელტეხილზეც (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-60-ე კმ მონაკვეთი). გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ასევე, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ლიპყინული) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზეც ( შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ მონაკვეთი). ამავე საავტომობილო გზის 110-146-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.