https://sputnik-georgia.com/20260409/psj-liverpuli-daamarcxa-298021495.html
„პსჟ"-მ „ლივერპული“ დაამარცხა: კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
„პსჟ"-მ „ლივერპული“ დაამარცხა: კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Sputnik საქართველო
მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. 09.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-09T00:58+0400
2026-04-09T00:58+0400
2026-04-09T01:08+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/15/296736094_0:10:1081:618_1920x0_80_0_0_952a3259dc6a6628c8a65cc54ed1f648.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ლივერპულის“ კარი 65-ე წუთზე აიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ სასარგებლოდ ანგარიში 2:0 გახადა.„ლივერპულის“ კარს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გიორგი მამარდაშვილი იცავს. ეს გოლი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მერვეა.ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.პირველ ტაიმში ფრანგები უპირატესობას ფლობდნენ, სტუმრებმა კი კარში დარტყმაც ვერ შეძლეს. მამარდაშვილს ბევრი სამუშაო ჰქონდა – მე-11 წუთზე დეზირე დუეს დარტყმული ვერ მოიგერია, თუმცა შემდეგ გუნდი სამჯერ გადაარჩინა.ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე ტაიმში გაიბრწყინა – 65-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე დაწყებული კონტრშეტევა თავადვე განავითარა, მცველსაც და მეკარესაც გაცდა და „პსჟ"-ის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 8.6 ქულით ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.საპასუხო შეხვედრა 14 აპრილს გაიმართება – „ლივერპული“ „პსჟ“-ს „ენფილდზე“ უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/15/296736094_0:0:1081:810_1920x0_80_0_0_d22186b5747191c60e224ab571ff98a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„პსჟ"-მ „ლივერპული“ დაამარცხა: კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
00:58 09.04.2026 (განახლებულია: 01:08 09.04.2026) მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ლივერპულის“ კარი 65-ე წუთზე აიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ სასარგებლოდ ანგარიში 2:0 გახადა.
„ლივერპულის“ კარს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გიორგი მამარდაშვილი იცავს. ეს გოლი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მერვეა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში ფრანგები უპირატესობას ფლობდნენ, სტუმრებმა კი კარში დარტყმაც ვერ შეძლეს. მამარდაშვილს ბევრი სამუშაო ჰქონდა – მე-11 წუთზე დეზირე დუეს დარტყმული ვერ მოიგერია, თუმცა შემდეგ გუნდი სამჯერ გადაარჩინა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე ტაიმში გაიბრწყინა – 65-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე დაწყებული კონტრშეტევა თავადვე განავითარა, მცველსაც და მეკარესაც გაცდა და „პსჟ"-ის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 8.6 ქულით ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
საპასუხო შეხვედრა 14 აპრილს გაიმართება – „ლივერპული“ „პსჟ“-ს „ენფილდზე“ უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.