მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დედამიწის მოსახლეობის რაოდენობამ პლანეტის შესაძლებლობებს გადააჭარბა - მეცნიერები

© photo: Sputnik / Daria Stanislavets / გადასვლა მედიაბანკშიხალხი მარადონას გოლებს უყურებს დიდ ეკრანებზე
ხალხი მარადონას გოლებს უყურებს დიდ ეკრანებზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2026
გამოწერა
ამჟამად დედამიწის მოსახლეობა დაახლოებით 8,3 მილიარდი ადამიანია.
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ავსტრალიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ დედამიწის მოსახლეობის რაოდენობამ და მასთან დაკავშირებულმა რესურსების მოხმარების დონემ უკვე გადააჭარბა პლანეტის შესაძლებლობებს, იუწყება პორტალი Science Alert კვლევაზე დაყრდნობით.
"ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტში ჯგუფმა კორი ბრედშოუს ხელმძღვანელობით ორ საუკუნეზე მეტი პერიოდის დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ კაცობრიობა იმ ფარგლებს მიღმა ცხოვრობს, რისი მხარდაჭერაც ჩვენს პლანეტას შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ამჟამად დედამიწის მოსახლეობა დაახლოებით 8,3 მილიარდი ადამიანია, მაშინ როცა მკვლევარების აზრით, ოპტიმალური რაოდენობა მხოლოდ 2,5 მილიარდია.
"დედამიწა ვერ გვეწევა იმაში, თუ როგორ ვიყენებთ რესურსებს. მას არ შეუძლია დააკმაყოფილოს დღევანდელი მოთხოვნაც კი მასშტაბური ცვლილებების გარეშე - ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენ პლანეტაზე უფრო დიდ ზეწოლას ვახორციელებთ, ვიდრე მას შეუძლია გაუმკლავდეს", - ციტირებს პორტალი ბრედშოუს სიტყვებს.
ყველა ახალი ამბავი
0