მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზახაროვა: კიევი მსოფლიო მასშტაბით შავ ტრანსპლანტოლოგიაში ერთი-ერთი ლიდერია

© MFA of Russian / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2026
გამოწერა
როგორც ზახაროვამ აღნიშნა, კიევის რეჟიმი ე.წ. „ბავშვების თემას“ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე თავის ანტირუსულ პროპაგანდაში აქტიურად იყენებს
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. უკრაინა „შავი ტრანსპლანტოლოგიისა“ და ადამიანებით ვაჭრობის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს უკვე აღარავისთვისაა საიდუმლო, ყველაზე მოწყვლად კატეგორიას კი მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვები წარმოადგენენ.
„ამ სფეროში ყველაზე დაუცველები, რა თქმა უნდა, ბავშვები აღმოჩნდნენ. არა ზოგადად ბავშვები, არამედ ობოლი ბავშვები“, – განაცხადა ზახაროვამ.
ამასთან, როგორც ზახაროვამ აღნიშნა, კიევის რეჟიმი ე.წ. „ბავშვების თემას“ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე თავის ანტირუსულ პროპაგანდაში აქტიურად იყენებს.
გარდა ამისა, ზახაროვას თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი რეგულარულად უხდის მადლობას დასავლელ სპონსორებს შეიარაღების მიწოდებისთვის, თუმცა ამას არ აკეთებს იმ შუამავლების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვების ოჯახებში დაბრუნებას.
მან ზელენსკის აღნიშნული ქცევა იმით განმარტა, რომ „ბავშვების საკითხზე“ მადლიერების გამოხატვის შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტს მოუწევს იმ სამუშაოს აღიარება, რომელიც ოჯახების გაერთიანებისთვის მიმდინარეობს. ეს კი, მისი თქმით, დააკარგვინებს შესაძლებლობას, კვლავ ისაუბროს უკრაინელი ბავშვების სპეციალურად გატაცების შესახებ.
„მას არ შეუძლია ისეთი რამ გააკეთოს, რაც თუნდაც მცირედით შეუშლის ხელს მის მიერვე შეთხზული მითის შემდგომ პროპაგანდას“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ზაფხულში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ფარგლებში, უკრაინულმა მხარემ მოსკოვს 339 ბავშვის სია გადასცა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ სიაში შეყვანილ თითოეულ ბავშვთან დაკავშირებით საკითხი ინდივიდუალურად დამუშავდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0