წყალბურთი: საქართველომ ბრაზილია დაამარცხა

© Aquatic Sports Federationწყალბურთი
წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2026
გამოწერა
9 აპრილს საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდება
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში ბრაზილიის გუნდი ანგარიშით 17:15 დაამარცხა.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ – 12:12 დასრულდა, რის შემდეგაც გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა - ქართველმა წყალბურთელებმა მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მოგება და ერთი მარცხია. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში საქართველო თურქეთთან 16:17 დამარცხდა. მესამე შეხვედრას ქართველი წყალბურთელები 9 აპრილს, სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 24-დან 16 გუნდი ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს, ხოლო ორი საუკეთესო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. ტურნირი ავსტრალიაში 22-26 ივლისის პერიოდში გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მატჩები მალტაში 7-13 აპრილის პერიოდში ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0